x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დავუჯერებთ, ისრაელიდან ბაქოში ჩაიტანეს ებრაული სისტემები, რომლებიც განკუთვნილია "С-300"-ის გასანადგურებლად

image როგორც იცით მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებმა ფართო მასშტაბი მიიღო, იბრძვის არმიის ყველა სახეობის შემადგენლობა ორივე მხარეს, სამხედრო-საზღვაო ფლოტის გარდა (სომხებს ფლოტი გასაგები მიზეზით არა ჰყავს, ხოლო აზერბაიჯანის კასპიის ფლოტილია ამ კონფლიქტში ბუნებრივია ვერანაირად ვერ ჩაერთვება).
განსაკუთრებით არტილერიის და უპილოტო თუ მართვადი ავიაციის აქტიურობა შეიმჩნევა.
ასევე მოგეხსენებათ, რომ სომხეთის განკარგულებაშია რუსული წარმოების საზენიტო სარაკეტო კომპლექსი "С-300"-ის ხუთი დივიზიონი, 12-ი გამშვებით.
თუ საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციას დავუჯერებთ ბაქომ ისრაელში შეიძინა (მეორე ვერსიით ებრაელებმა უსასყიდლოდ ჩაიტანეს აღნიშნული სისტემა საბრძოლო ვითარებაში გამოსაცდელად) აღნიშნული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საწინააღმდეგო ებრაული წარმოების სისტემა, სავარაუდოდ საუბარია "ჰარპიაზე", რომელიც დრონი კამიკაძეეების კომპლექსი გახლავთ.
მისი ტექნიკური მახასიათებლებია:

  • ფრთების განშლა-2, 1 მეტრი
  • სიგრძე-2, 7 მეტრი
  • სიმაღლე-0, 36
  • სასარგებლო დატვირთვა-70კგ
  • მაქსიმალური დასაშვები წონა აფრენისას-125კგ
    ძრავის ტიპი-როტორულ-დგუშიანი
  • მაქსიმალური სისწრაფე- 250 კმ/სთ
  • მოქმედების სიშორე-400 კილომეტრი
  • ფრენის ხანგრძლივობა-3 საათი
  • ფრენის პრაქტიკული ჭერი-3000 მეტრი
    წყაროს ცნობით ისრაელმა თავად ჩაიტანა ბაქოში აღნიშნული სისტემა, რომელიც 10 ერთეული დრონი-კამიკაძისგან შესდგება, პრაქტიკულად ისრაელი მთიან ყარაბაღში ტესტირებას უკეთებს თავის საბრძოლო სისტემას, რომელსაც ან წინასწარ მომზადებული აზერბაიჯანელი ოპერატორები მოემსახურებიან (რაც ნაკლებადაა დამაჯერებელი) ან ებრაელი ოპერატორები, რომლებიც "ჰარპიას" ეფექტურობის შესაბამისად გაუკეთებენ მოდერნიზებას უკვე "С400"-ის საწინააღმდეგოდ.
    დრონი სამიზნეზე ავტომატურ რეჟიმში გადის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რადარის სხივების დაფიქსირებისთანავე.

0
331
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
331