x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნახეთ როგორ გამოიყურებიან და რას საქმიანობენ დღეს 90-იანი წლების პოპულარული სერიალების აღიარებული სექს-სიმბოლოები

პეტა უილსონი - “მას ერქვა ნიკიტა''

image1997 წელს ტელეეკრანებზე ლუკ ბესონის ფილმის “მას ერქვა ნიკიტა''-ს მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდებით სერიალი გამოჩნდა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი როლი ავსტრალიელ მსახიობს, პეტა უილსონს ერგო. ჯაშუშური სერიალი ალბათ ბევრს გახსოვთ. პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ უილსონი ფაქტობრივად მეორედ დაიბადა, ის ძალიან პოპულარული გახდა და პროექტის დასრულების შემდეგ ამერიკაშიც გაემგზავრა ჰოლივუდის დასაპყრობად, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწია და საკუთარი საცვლების ხაზი გამოუშვა - Wylie Wilson.

სარა მიშელ გელარი- “ბაფი, ვამპირებზე მონადირე''

imageთინეიჯერული ფანტასტიკა სარას პოპულარობის პიკი იყო, დღეს მსახიობს კარიერა მიტოვებული აქვს და საზოგადოებაშიც იშვიათად ჩნდება.

ნატალია ორეირო- “ველური ანგელოზი''image

ყველასთვის ნაცნობი ლათინო-ამერიკული სერიალის “ველური ანგელოზის'' მთავარი როლის შემსულებელი. დღეს ის 45 წლისაა და ისეთივე ლამაზია, როგორიც ადრე იყო.

პამელა ანდერსონი- “ მალიბუს მაშველები"image

ანდერსონი 90 იანი წლების სექს სიმბოლოდ სწორედ ამ სერიალმა აქცია. დღეს სერიალის სიუჟეტი შეიძლება ბევრს არ ახსოვდეს, მაგრამ მსახიობის ლეგენდარული სირბილი პლიაჟზე წითელ საცურაო კოსტიუმში ნამდვილად ყველას ახსოვს.

ჯოვანა ანტონელი- “კლონი"

image

ბრაზილიური ტელესერიალების ვარსკვლავი ჯოვანა ანტონელი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქალი მსახიობია ბრაზილიაში.

შენონ დოერტი- “ბევერლი ჰილსი''

image

ამერიკული თინეიჯერული სერიალის ვარსკვლავი დღეს სიმსივნეს ებრძვის და პროექტებში მონაწილეობას აღარ ღებულობს.

ლუსი მოულესი -“ზენა, მეობრების დედოფალი"

imageალბათ, ტელევიზორებში ეს სერიალი თუ არ გინახავთ, თვალი მოგიკრავთ მაინც. მსახიობი დღესაც იღებს მონაწილეობას პროექტებში, მაგრამ ნაკლებად მოთხოვნადია.

კორტნი კოკსი -“მეგობრები''

imageმართალია, კორტნი უმეტესობას სწორედ ამ სერიალიდან ახსოვს, მონიკა გელერის როლით, მაგრამ ის პოპულარული ჯერ კიდევ სერიალამდე გახდა, როდესაც ტამპონების პირველ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. მსახიობი დღესაც პოპულარულია და მრავალ ცნობილ პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა.

0
538
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
538
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0