x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
SABA Reader-ს Gudabooks.ge-ის 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა
image


ქართველი მკითხველის ორი საყვარელი აუდიოწიგნების პლატფორმა SABA Reader და Gudabooks.ge პარტნიორები გახდნენ. SABA Reader-ს უკვე "გუდას" 200-ზე მეტი აუდიოწიგნი დაემატა.


ბოლო პერიოდში, ხმოვანი წიგნები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად, როგორც SABA Reader, ისე Gudabooks.ge, არჩევანის მრავალფეროვნებაზე მუშაობს.


როგორც SABA Reader-ის მარკეტინგისა და პროექტების მენეჯერი ნატა ჟვანია განმარტავს, პლატფორმა მომხმარებელს დაჰპირდა, რომ ასორტიმენტს კიდევ უფრო გაზრდიდა, გამომცემლობა „პალიტრა L”-თან და Gudabooks.ge-სთან პარტნიორობაც სწორედ ამის ნაწილია.



„ვფიქრობ, ელექტრონული და ფიზიკური წიგნების მოყვარული მკითხველები ორ სხვადასხვა ტიპს მიეკუთვნებიან. ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სერვისის მობილურობა, ხელმისაწვდომობა და სიმარტივე მოსახერხებელია. ლიტერატურის გაცნობის კიდევ უფრო გამარტივებული ვერსია კი ხმოვანი წიგნია, რადგან მისი მოსმენა, შეიძლება ითქვას, ნებისმიერ საქმიანობასთან შეთავსებადია“, - აღნიშნავს ის.


აუდიოწიგნების უპირატესობაა, ლიტერატურული ნაწარმოები მოისმინო ყველგან, სადაც გინდა - ტრანსპორტში, სეირნობისას, რიგში თუ უბრალოდ, დასვენებისას. ისინი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული და შინაარსის ზუსტად აღქმის საშუალებას იძლევა.


Gudabooks.ge-ის 200 წიგნი, რომელიც SABA Reader-ზე ეტაპობრივად განთავსდება, სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ლიტერატურას მოიცავს. ჩამონათვალში აუდიოწიგნები, როგორც მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, ბიზნესლიტერატურით დაინტერესებული მკითხველებისთვისაცაა.


აღსანიშნავია, რომ Gudabooks-ისა და SABA Reader-ის აპლიკაციის ჩამოტვირთვა, როგორც iOS-ზე, ისე Android-ზეა შესაძლებელი.

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0