x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ ვერ იძინებდნენ ადრე ადამიანები დაწოლილები, ნორმალურ პოზაში

image

თანამედროვე ადამიანები დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ ციხე-სიმაგრეებში, ინტერიერმაც სახე იცვალა ჩვენს საცხოვრებლებში. მაგრამ ვინც ნამყოფია ექსკურსიების დროს ასეთ სასახლეებში, ალბათ მიაქცევდა ყურადღებას საძინებელ ოთახებში საწოლების ზომას. ისინი დღევანდელ საწოლებზე ბევრად მოკლეა. ხშირად ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენი წინაპრები დაბლები იყვნენ. ნაწილობრივ ეს ნამდვილად ასე იყო. შუა საუკუნეების ადამიანები ჩვენზე ბევრად დაბლები იყვნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქონდრისკაცები იყვნენ. საწოლის ზომას ადამიანის სიმაღლესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, უბრალოდ ხალხს იმ დროს ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში, ბალიშებზე გადაწოლილებს ეძინათ. ასე მოქცევისთვის მათ რამდენიმე მიზეზი ჰქონდათ.

1. საშიშროება


შუა საუკუნეებში მჯდომარეებს ეძინათ, რადგან უცბათ შეძლებოდათ თავდასხმის მოგერიება.


image

როგორც ვიცით ისტორიიდან, ლეგენდებიდან, სათავგადასავლო რომანებიდან-შუა საუკუნეები მშფოთვარე და საკმაოდ სასტიკი იყო. საცხოვრებელში ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ყაჩაღები შეჭრილიყვნენ. როდესაც ადამიანი წევს, ძნელია რეაგირება მოახდინო და წინააღმდეგობა გაუწიო მტერს. მჯდომარე მდგომარეობაში კი ეს ბევრად ადვილია.


2. ცრურწმენა

ცრურწმენის მიხედვით, მწოლიარე ადამიანის სული შეიძლება ბოროტ სულებს წაეყვანათ.


image


იმ შორეულ დროს პრაქტიკულად ყველა, გამონაკლისის გარეშე, ცრუმორწმუნე იყო, და ამან დიდი როლი ითამაშა იმაზე, თუ როგორ დაეძინათ ღამე. ზოგიერთ ხალხებში არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ მწოლიარე ცოცხალი ადამიანი ბოროტ სულებს შეიძლება მიცვალებული ჰგონებოდათ და მისი სული წაეყვანათ.


3. ჯანმრთელობა

შუა საუკუნეებში ხალხს სჯეროდა, რომ თუ დაიძინებდნენ მჯდომარე, მათ ინსულტი არ დაემუქრებოდათ


image


ისინი თვლიდნენ, რომ მჯდომარე მდგომარეობაში თავს ჭარბი რაოდენობით აღარ მიეწოდებოდა სისხლი და ინსულტს აირიდებდნენ. ზოგიერთი ექიმი კი თვლიდა, რომ ასეთ პოზაში ძილი აუმჯობესებდა გონებრივ შესაძლებლობებს.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ შუა საუკუნეებში ევროპელების უმრავლესობას ფილტვების დაავადება ჰქონდა, რომელიც იმ დროს განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა. ერთ-ერთი ასეთი ტუბერკულოზი იყო. დაწოლილ მდგომარეობაში სუნთქვა ძალიან ძნელია, მჯდომარე მდგომარეობა კი ამსუბუქებს ამ პროცესს.


4. სილამაზე



ქალებს მჯდომარეებს ეძინათ, რათა არ გაეფუჭებინათ ვარცხნილობა.




image



ძალიან მაღალი ვარცხნილობები მაშინ ტრენდული იყო, მის შესაქმნელად რამდენიმე საათი იყო საჭირო, ამიტომ ცალკეულ შემთხვევებში ქალბატონებს შეეძლოთ კვირაობით ევლოთ ერთიდაიგივე ვარცხნილობით, მაგრამ ამასთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი შენარჩუნება პირვანდელი სახით, ამიტომ ქალბატონები არჩევდნენ მჯდომარე მდგომარეობაში დაეძინათ. იყვნენ ისეთი პერსონებიც, რომლებიც სტუმრებს საძინებელში ღებულობდნენ. ამით ისინი ხაზს უსვამდნენ თავიანთ უპირატესობას. სტუმრის მიღება მწოლიარე მდგომარეობაში, იყო მინიმუმ მოუხერხებელი, მაგრამ სრულიად კომფორტული ბალიშებზე გადაწოლილ, მჯდომარე მდგომარეობაში.



შეიძლება დაგაინტერესოთ:



# წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები


# რატომ შეიძლება ნაყინისგან თავი აგტკივდეს


#ზოგიერთი სასახლის ეტიკეტი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა


# რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში




0
898
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
898
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0