x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ბრძოლა მეგობრებს - ვერუსსა და პრისკუსს შორის: როგორ წარიმართა ისტორიაში ერთადერთი დეტალურად აღწერილი გლადიატორული ბრძოლა
image

გლადიატორ ვერუსსა და პრისკუსს შორის ბრძოლა ითვლება ისტორიაში ყველაზე ცნობილ გლადიატორულ წარმოდგენად და ერთადერთ ბრძოლად, რომელიც დეტალურადაა აღწერილი მათი თანამედროვის მიერ. ბრძოლის ტრაგედია მდგომარეობდა იმაში, რომ ორი საუკეთესო მეგობარი, რომლებიც რომის საზოგადოების ფავორიტები იყვნენ, სასიკვდილოდ იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ.


მონა-მეომრები



ვერუსი გერმანელი ბარბაროსი, ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც რომაელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. მოგვიანებით აქციეს მონად და კარიერებში გაგზავნეს, სადაც ის გაიზარდა და მუდმივად მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა. როდესაც წაოიზარდა წერაქვი გლადიუსით ჩაანაცვლა. გლადიატორების სკოლაში შერჩევის დროს, ახალგაზრდა კაცი შეხვდა კიდევ ერთ კანდიდატს - მონის ვაჟ პრისკუსს.


საუკეთესოს ასარჩევად, ახალგაზრდებს დაევალათ საჩვენებელი ბრძოლის მოწყობა. არენის ქვიშაზე ორივე მებრძოლმა სიმამაცე და ძალა გამოავლინა, მწვრთნელებმა ორივეს აყვანა გადაწყვიტეს. ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში ვერუსი და პრისკუსი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, როდესაც ისინი წყვილში იბრძოდნენ, ვერავინ უწევდა მათ წინააღდეგობას. არენაზე გლადიატორებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა ახირებულ რომაულ საზოგადოებაში და გახდნენ თავიანთი დროის ნამდვილი "ვარსკვლავები".


image


დიდი თამაშები



80 წელს იმპერატორმა ვესპასიანემ დაასრულა უზარმაზარი ამფითეატრის მშენებლობა, რომელიც დღეს კოლიზეუმის სახელითაა ცნობილი. ამ მოვლენის საპატივსაცემოდ მან ბრძანა, თამაშების გამართვა, რომლის მსგავსი ჯერ არ ყოფილა რომში. ძველი რომაელი ისტორიკოსი და მწერალი გაიუს სვეტონიუსი წერდა:


«ამფითეატრისა და იქვე ნაჩქარევად აშენებული აბანოების კურთხევის დროს ვესპასიანემ მოაწყო გლადიატორთა ბრძოლა, შესანიშნავი, მდიდარი და ბრწყინვალე; მან იმავე ადგილას მოაწყო საზღვაო ბრძოლა, შემდეგ კი გამოიყვანა გლადიატორები და ხუთი ათასი სხვადასხვა გარეული ცხოველი.».

image

ეპოქალური დრესასწაულის ბოლოს რომაელებს განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ. მათ რჩეულებს - მეგობრებს ვერუსსა და პრისკუსს პირველად უნდა ებრძოლად არა წყვილში, არამედ ერთმანეთის წინააღმდეგ. ბრძოლაში გამარჯვებული თავისუფლებას მიიღებდა, ხოლო დამარცხებული - გარდაცვლილის სუდარას.


სიკვდილის თეატრი



გლადიატორთა ბრძოლა არ არის მხოლოდ მეომარი მონების საჩვენებელი შერკინება. იმპერიულ დროში ეს იყო თეატრალური წარმოდგენა, ყველაზე ხშირად აგებული ანტიკურ მითზე, ან გასული საუკუნეების ბრძოლაზე. ხალხი, რომელთაც თამაშების დროს მასიურად ხოცავდნენ, იყვნენ დამნაშავეები და მონები, რომლებიც სიკდილით ისჯებოდნენ. გლადიატორებს უფრთხილდებოდნენ, ისინი გამოდიოდნენ სხვადასხვა სახის შეიარაღებითა და ეკიპირებით, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.

image

ვერუსი ასრულებდა ჰოპლომახის (Hoplomachus) როლს, რომელიც ბაძავდა ძველი საბერძნეთის მეომარს. მისი მთავარი იარაღი იყო შუბი და ხანჯალი. პრისკუსი იბრძოდა, როგორც მურმილონი მოკლე ხმლითა და მართკუთხა ფარით შეიარაღებული. კოლიზეუმის მაყურებელითა შორის იყო რომაელი პოეტი მარკუს ვალერიუს მარციალი, რომელმაც აღწერა ბრძოლა.

image

გლადიატორი მურმილონი. თანამედროვე რეკონსტრუქცია.

image

გლადიატორი ჰოპლომახი. თანამედროვე რეკონსტრუქცია.



ბრძოლაში თანასწორნი - ჯილდოთი თანასწორნი



ვალერიუს მარციალი წერდა, , რომ მებრძოლები ერთნაირად ძლიერნი აღმოჩდნენ და დიდი ხნის განმავლობაში არცერთს არ შეეძლო უპირატესობის მოპოვება. როდესაც გლადიატორები, სისხლიანი და ძალაგამოცლილი, იდგნენ ერთმანეთის პირისპირ, ბრბომ დაიწყო ღრიალი, რომ იმპერატორს ორივე მებრძოლი შეეწყალებინა. მაგრამ ვესპასიანემ სხვაგვარად გადაწყვიტა. მან გლადიატორებს უბრძანა ფარების გარეშე ბრძოლა მანამ, სანამ ერთ-ერთი მათგანი არ დაიღუპებოდა. ბრძოლა გაგრძელდა, მაგრამ მაინც არავინ აგებდა. მაშინ იპერატორმა შეაჩერა ორთაბრძოლა და გადაწყვიტა, რომ ბრძოლაში თანასწორნი ჯილდოთიც თანასწორნი უნდა იყვნენ.


მეგობარმა გლადიატორებმა დაფნის გვირგვინი და ხის ხმალი მიიღეს, რომელიც თავისუფლების სიმბოლო იყო. თავისუფლების მიღების შემდეგ პრისკუსი გახდა მწვრთნელი ფლავიუს კვინტუს ვალერიუსის გლადიატორთა სკოლაში, ვერუსი კი გერმანიაში დაბრუნდა. თანამედროვე ისტორიკოსების უმეტესობას მიაჩნია, რომ იმპერატორმა ვესპასიანემ დაგეგმა ბრძოლის შედეგი. ამრიგად, ის ცდილობდა რომაელი ხალხის სიყვარულის მოპოვებას, რომელიც დიდ ხანძარს გადაურჩა, ხანძარმა ქალაქის ნახევარი გაანადგურა.



4
388
11-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
388
  
2020, 1 ოქტომბერი, 16:37
დიდი მადლობა.
2020, 1 ოქტომბერი, 16:32
კარგი სტატიაა ყოჩაღ ავტორს
2020, 30 სექტემბერი, 21:08
უღრმესი მადლობა. თქვენც ასევე.
2020, 30 სექტემბერი, 21:04
არჩილ საინტერესო სტატიებს წერ, წარმატებები
0 1 4