x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133841
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ჩინეთში არქეოლოგებმა 2000 წლის სამკურნალო ღვინო აღმოაჩინეს
ჰენანის პროვინციაში ჰანის დინასტიას მიკუთვნებულ უძველეს აკლდამაში ჩინელმა არქეოლოგებმა გედის ფორმის ბრინჯაოს ჭურჭელს მიაგნეს, რომელშიც 2000 წელზე მეტი ხნის წინანდელი 3 ლიტრი მოყავისფრო სითხე ინახებოდა. აღნიშნულის შესახებ ბრიტანული “დეილი მეილი” იუწყება.


მკვლევარებმა აღმოჩენილი სითხის ნიმუშები პეკინის ლაბორატორიაში გაგზავნეს, რათა დაედგინათ, თუ რა მიზნით ხდებოდა სითხის გამოყენება და დღეს შეიძლება თუ არა მისი დალევა.


როგორც კვლევამ დაადასტურა, აღმოჩენილი სითხე ალკოჰოლს შეიცავს. ექსპერტებმა მას “უკვდავების ელექსირი” უწოდეს.


არქეოლოგები იუწყებიან, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა საბოლოოდ დადგინდეს, თუ რა ნივთიერებებისგან შედგებოდა აღმოჩენილი ღვინო. ხოლო ამ ეტაპზე უკვე დაზუსტებით არის ცნობილი, რომ ალკოჰოლური სითხე ანთებითი პროცესების სამკურნალოდ და სისხლდენის შესაჩერებლად გამოიყენებოდა.



როგორც ექსპერტები აცხადებენ, სითხე დღემდე ჭურჭლის უნიკალურმა ფორმამ შემოგვინახა. ჭურჭელს მოხრილი კისერი აქვს, რამაც სითხის აორთქლება დააბრკოლა.


“მისტიკური სითხე”, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, იმ ალკოჰოლურ სასმელს ჰგავს, რომელიც ერთ-ერთ ძალიან ძველ სამედიცინო წიგნშია აღწერილი, რომელიც ასევე ჰანის დინასტიის პერიოდის მავანგდუის სამარხების გათხრებისას იქნა ნაპოვნი.


გედის ფორმის ჭურჭლის გარდა სამარხში, რომელიც 1, 8 მეტრის სიმაღლის მეომარ მამაკაცს ეკუთვნოდა, რომლის სიკვდილის მიზეზის დადგენა ჯერჯერობით ვერ მიხერხდა, ჩინელმა არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ბრინჯაოს მუზარადი და რკინისა და ნეფრიტისგან დამზადებული ხმლები.


(სტატიის სრული ვერსია იხილეთ allwine.ge-ზე)


ღვინი

0
52
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0