x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩამონგრეულ კედელს ჰგავხარ...

ზოგჯერ მგონია, რომ გაორება მჭირს.ჩემში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნება ჩაისახა, არც კი დამეკითხნენ ისე.მოულოდნელად აღმოვაჩინე ეს.თავიდან გაკვირვებული ვიყავი, ჩემი თავის არ მესმოდა და თქვენ წარმოიდგინეთ დღესაც ასეა გაკვირვებული ვარ საკუთარი თავით და იმით რაც გარშემო ხდება.რა უნდა ქნა ამ შემთხვევაში როცა უცნაურობის მოწმე გახდები? საკუთარ თავს დაუშლი რამეს?განა ცუდი ჩვევაა არა, პირიქით საინტერესოა მეტად.ცხოვრობ ორი ცხოვრებით, ორ სამყაროში ხარ.ფიზიკურად ერთ ადამიანში ზის ორი დიდი, ინტელექტი რომელსაც განსხვავებული შეხედულება, გემოვნება აქვს და ერთმანეთისას არაფერს იზიარებენ არამედ თავიანთი ჩვევებით მრავალფეროვანი არიან.ერთს ჰგონია, რომ ყოვლიშემძლეა, ჭკვიანი, მოწესრიგებული არის განათლებული სწორი გზით მიდის სწორ ქმედებებს ასრულებს.შრომობს თან ძალიან ბევრს, კითხულობს, წერს, ასრულებს სხვადასხვა დავალებებს თუნდაც ვარჯიშობს დადის რეპეტიტორთან.აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, უყვარს ყოველი გათენებული მზიანი დღე და დაღამებული ვარსკვლვებით მოჭედილი ცა სადაც ზღაპარში წარმოიდგენს ხოლმე საკუთარ თავს ეს ბევრ რამეზე აფიქრებს, იწყებს ოცნებებს აქვს თავისი სურვილები და სადღაც სჯერავს, რომ დალაგდება ყველა დეტალი და რაღაც გამოვა წარმატებას მიაღწევს რადგან ამდენი დაღლა, შრომა ასე ფუჭად არ ჩაივლის.როცა ადამიანი მონდომებული ხარ, ამდენს მუშაობ საკუთარი თავი განავითარო, გაზარდო პირველყოვლისა აღზარდო, გააცნობიერო საკუთარი შესაძლებლობები თუ რისი უნარი გაქვს, შესაძლებლობა ან რა გინდა, რას გააკეთებ მომავალში, ვინ იქნები.რა არის ოცნების საქმე რასაც მომავალში გააკეთებდი, ვინ იქნებოდი თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ სად წარმოგიდგენია თავი...რა უნარებს აფასებ, რა მოგწონს ადამიანებში, რა არ მოგწონს თუნდაც როგორი ხარ მათთან ურთიერთობაში და საერთოდ რატომ ხარ ამ სამყაროში, რას წარმოადგენ როცა იცი უამრავ კითხვაზე პასუხი დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში, შესაძლებლობებში.სწორი ხარ, სწორი მიმართულებით მიდიხარ, გზას სწორი ნაბიჯებით მიიკვლევ.ბევრი იმუშავე, იწვალე ჯაფაც დიდი გაწიე დღე და ღამეებს ასწორებდი ამისთვის, მუშაობდი, რომ ფული შეგეგროვებინა ეს და სხვა ათასი დეტალი რომელსაც ადამიანის აღზრდაში და კარიერულ წინსვლაში წვრილი მიუძღვის.არსებობს მეორე კატეგორია, როცა არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული.მერყეობ, იცი რომ შეგიძლია ეს გამოგივა, ამას შეძლებ ძლიერად დგახარ ფეხზე მაგრამ მაინც რაღაც ვერაა იმდენად რიგზე გჭირდება ახლობლის დახმარება, მხარში დგომა და უკნიდან ძალის დახმარება (ხელით მიაწვე)რათა წინ წახვიდე.გინდა განვითარდე, წინ და წინ იარო მაგრამ რაღაც გიშლის ხელს გამოგდის და ამავდროულად წინ უამრავი პრობლემები გხვდება გეშინი მალევე უკან იხევ.გადაწყვეტილი გაქვს ვინ გინდა იყო, რა გინდა გამოხვიდე, იცი რაც უნდა აკეთო ამ სიცოცხლეში თუ რას დაეუფლო.ახლო მომავლის გეგმები ჩამოწერილი გაქვს, უფრო მეტიც დაზეპირებული შორეული მომავლისთვის ჯერ ფიქრობ, ოცნებობ, სურვილების კოშკს აწყობ შემდგომ იწყებ მიზნის განხორციელებას ისახავ მიზანს იწყებ იმის დამტკიცებას, რომ შენ ეს შეგიძლია.მოტივირებული ხდები, იწყება ისეთი ეტაპი მე შემიძლია, არა კაცო, შევძლებ მე, ხომ ეს კარგად ვიცი.ძლიერი ვარ და უცბად ჰოოპ და მიწაზე ეცემი.ფსიქოლოგიურად რამხელა ტრავმაა ადამიანისთვის? განსაკუთრებით იმისთვის რომელმაც ბოლოს და ბოლოს ირწმუნა თავისი თავის და ეს რწმენაც წამებში აშენებული კოშკივით ჩამოენგრა.იმედები გაქრა, სურვილებიც ჰაერში გაიფანტა ესეიგი ყველაფერი დაინგრა და ამდენ დადებულ აგურს ერთიმეორეზედ ახლიდან უნდა აგება რა რთული სიტუაციაა, როცა ნულიდან უნდა დაიწყო ყველაფერი როცა მზად იყავი და მზად იყო ყოველივე.შენც მოინდომე, აჯობე საკუთარ თავს მაგრამ ამაოდ არ გამოვიდა გეკარგება ხალისი, აღარ მოგდევს იმდენი ენერგია, სურვილი აღარ გაქვს და ხელს იქნევ...აქვე ხან არის ისეთი მომენტებიც როცა დარწმუნებული ხარ შესაძლებლობებში და მეორე წუთში ფიქრები გებნევა ფიქრობ, რომ უი იქნებდა არაფერი არ შემიძლია? იქნებ ვიგონებ ამ ყველაფერს, არ ვარ იმდენად ძლიერი, არასწორად ვაკეთებ.რაღაც გამოვიდა მაგრამ მეორე წუთში ის აღარ გამოვიდა.იცით ეს სიტყვები საიდან იყრის სათავეს? ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ დაბალი თვითშეფასების უნარი გვაქვს, სათანადოს არ ვაფასებთ საკუთარ თავს ან ძალიან მკაცრები ვართ საკუთარი თავისადმი და მკაცრად განვსჯით ყველა მოქმედებას, პატარ-პატარა დეტალს, თითიეულ გამოძრავებასაც კი ეს ძალიან, ძალიან დისკომფორტულია.საკუთარ თავს ვაკნინებთ, ბევრს აქვს სამწუხაროდ ეს ჩვევა და ძნელია ამის თავიდან მოშორება მაგრამ არა შეუძლებელიც.კონცენტრაცია უნდა მოახდინოთ იმაზე, რომ თავისუფლად შეგეძლოთ კონტროლი საკუთარი თავის და მისცეთ მეტი თავისუფლების უფლება.ჩვენვე გამოვიმუშავეთ ჩვენს უფლებებს და ვაწყობთ ადამიანის უფლებებს.ყველას თავისი უფლებები გვაქვს დაწესებული, ჰოდა შენც ადექი და დაიწესე, განავითარე შენი თვითშეფასება უფრო გაზარდე, აღზარდე ერთ დღესაც ამოისუნთქა... კიდევ არის აქ სხვადასხვა გარემოებები თუნდაც ერთი ის, რომ ვინმე თუნდაც უცხო რამე ისეთს გეტყვის, დაგიწერს: უნიჭო, ეს როგორ შეიძლება ასე. მე არ გამიგია ვინმე ასე საუბრობდეს, ან წერდეს რას გავს ეს...თუნდაც პირშივე, რომ გეუბნებიან "შენ, არ გაქვს ძლიერი მონაცემები.სუსტი შესაძლსბლობების მქონე ხარ" არ უსმინოთ, ასეთებს.მოუსმინეთ მხოლოდ გულს, გონებას.თქვენთვის საყვარელ, ახლობელ ადამიანს ოჯახის წევრს.არავის ნათქვამზე არ მოახდინოთ ისეთი რეაქცია რომ შემდეგ ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.უბრალოდ, ასეც ხდება უმეტეს შემთხვევაში როცა რაღაც გამოგდის კარგად სხვას ეს არ სიამოვნებს და ბოროტული ძრახვებით ცდილობს თავისი ჭკუით დაგაპატარაოს მიწამდე ჩაგიყვანოს მაგრამ რეალურად ჩვენ, უფეო ვმაღლდებით და ბოროტი ძრახვის მქონე დაბლდება.გამოიყოფა ორი შტო, იქ სადაც დარწმუნებულები ვართ და გამოდის ყველაფერი, მეორე იქ სადაც ვიცით საკუთარი შესაძლებლობების ფასი, წინ მივისწრაფით მაგრამ...ვჩერდებით, არ გვყოფნის გამბედაობა.მოიკრიბეთ გამბედაობა, დაიმახსოვრეთ ის, რომ თქვენ მასზე უკეთესი ხარ, რომ თქვენში ერთი დიდი გენიოსი ცხოვრობს.ჯერ კიდევ არ გამოგიტანია სინათლის შუქზე ნამდვილი ნიჭი რომელიც სულში იმალება.თვით ბუნება ხარ ათასი მონდომებით, ჰობით, გატაცებით, ფერით სავსე. მრავალფეროვნება ხარ, სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა ფორმის ფიგურებით.თვით ამოცანა ხარ, ზოგჯერ სწორია პასუხი, ხანაც არასწორი და ის ყვავილი ხარ რომელიც ბევრჯერ დაჭკნება, თავს მოიმკვდარუნებს და ფერფლიდან მაინც აღდგება, ახალ ნაყოფს წამოიღებს გაიხარებს და გაიყვავილებს არემარესაც შეავსებს თავისი არაამქვეყნიური ფიზიკურობითა და სურნელობით.დაიმახსოვრე, სინათლე ხარ რომელიც ბუნებამ წარმოშვა.სანთელი ხარ რომელიც წვისას დნება სანთლის მოკაშკაშე, ოდნავ მოელვარე ნათება ხარ რომელიც სიბნელეს განანათლებს. ღიმილი ხარ და პოზიტივი ყველა ცნობილი თუ უცნობი ადამიანის, ფიქრი ხარ შენი მკითხველის, მსმენელის, მაყურებლის, მოსწავლეებლის, მასწავლებლის თუნდაც დიდი ან პატარა აუდიტორიის.ფიგურა ხარ რომელიც სრულყოფილებას ქმნის.imageimage

0
20
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0