x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
საერთაშორისო სისტემის ხასიათის შესახებ

ერი - სახელმწიფოების არსებობა XVI საუკუნის ბოლოდან იწყება. ასეთი სახელმწიფო ხასიათდება (ა) გამოკვეთილი საზღვრებით (ბ) ამ საზღვრებში სრული სუვერენიტეტით (გ) გადაწყვეტილებების ლეგიტიმაციით. რეალიზმის მიხედვით, სწორედ ერი - სახელმწიფოები არიან დღეს საერთაშორისო სისტემის მთავარი აქტორები. ერი - სახელმწიფოების პირობებში უნიფიკაციის პროცესიც აქტიურია - ერთიანი ნორმების შემუშავება და მასზე დაქვემდებარება.

რა ხდებოდა XVI საუკუნის ბოლომდე?

XVI საუკუნემდე სახელმწიფოებს არ ჰქონდათ ზემოთ ხსენებული სამი მახასიათებელი. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოები საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი სუბიექტები არ იყვნენ, ეს ფუნქცია ქვეყნების ლიდერებზე იყო გადაცემული. სწორედ ლიდერებს შორის ურთიერთობა განსაზღვრავდა საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათს. ამ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკა ფრაგმენტაციით ხასიათდებოდა.


0
3
1-ს მოსწონს
ავტორი:გიო რაფავა
გიო რაფავა
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0