x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
7 ვარსკვლავი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბომჟივით გამოიყურება

image


მოვლილები, ელეგანტურები და ყოველთვის მოდის უახლესი ტენდენციების შესაბამისად ჩაცმულები - სწორედ ასე გამოიყურებიან ცნობილი სელებრითები წითელ ხალიჩასა თუ ტაბლოიდური ჟურნალების ფურცლებზე, თუმცა როგორც ჩანს, სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარად არის, და ზოგიერთი "გემოვნებიანი" ვარსკვლავის ყოველდღიური სტილი ვერანაირ კრიტიკას მართლაც რომ ვერ უძლებს.





ჯულია რობერტსი


imageimage


"ლამაზმანის" ვარსკვლავს თავისუფალი სტილის განსაკუთრებული სიყვარულის გამო ხშირად ორსულობასაც კი აბრალებენ, თუმცა სულ ტყუილად, უბრალოდ ოსკროსანი მსახიობის ყოველდღიური სტილი სწორედ ასე გამოიყურება.



მადონა


imageimage


მადონა წითელ ხალიჩაზე და მადონა ყოველდღიურ ცხოვრებაში - ეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ორი ადამიანია, თუ მოდურ წვეულებებზე პოპ-დივა თავისი ყველაზე პროვოკაციული და თამამი კოსტიუმების დემონსტრირებას ახდენს, რაც სკანდალის მიზეზი არაერთხელ გამხდარა, ყოველდღიურ ცხოვრებაში "პოპ - მუსიკის დედოფალი" რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კარგად გამოიყურება.




ჰელენა ბონემ კარტერი


imageimage


ცნობილი ინგლისელი მსახიობის ჰელენა ბონემ კარტერის ჩაცმის სტილს თავისუფლად შეგვიძლია რომ ექსტრავაგანტური ვუწოდოთ, ერთი შეხედვით ამ ქალბატონის ჩაცმულობა "ჰარი პოტერიდან" თავისივე ზღაპრულ პერსონაჟს მოგაგონებთ, თუმცა მსახიობს ხშირ შემთხვევაში ზომიერების გრძნობა ღალატობს და ზოგჯერ სასაცილოდაც გამოიყურება.




ბრიტნი სპირსი


imageimage


ბოლო პერიოდში პოპ - მომღერალმა წონაში საგრძნობლად დაიკლო თუმცა, ვარსკვლავი რატომღაც იდეალური ფორმების დემონსტრირებას მხოლოდ საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე ახდენს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი უპირატესობას უფრო დახურულ, კოჭებამდე ქვედაბოლოებსა და სპორტულ შარვლებს ანიჭებს.



სარა ჯესიკა პარკერი


imageimage


კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელსაც საკუთარი გარეგნული იერი დიდად არ აწუხებს - სარა ჯესიკა პარკერია. მისი გმირის კერის ესოდენ საყვარელ "პაჩკა" ქვედაბოლოებს, კაბა - კომბინიზონებსა და რაღა თქმა უნდა, "მანოლოს" ფეხსაცმელებს ვარსკვლავი ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისუფალი სტილის სვიტერს, სპორტულ შარვალსა და რეზინის ჩექმას არჩევს.





ვანესა პარადი


imageimage


თუკი შემთხვევით სადმე ქუჩაში ვანესა პარადის გადააწყდებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მასში კინოვარსკვლავი და ერთ - ერთი წამყვანი მოდის სახლის სახე ამოიცნოთ.






სინტია ნიქსონი


imageimage


სინტიას გმირი ცნობილი სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში", - წარმატებული იურისტია, რომელიც კადრში მუდამ ელეგანტური, მკაცრი პიჯაკითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩნდება, თუმცა ცხოვრებაში სინტიას სტილს რთულია ელეგანტური უწოდო - დაჭმუჭნული სპორტული ფორმა ან შარვალი, დალაქული ქუდი და რამდენიმე ზომით დიდი პალტო, ვარსკვლავის ყოველდღიურ "უნიფორმას" წარმოადგენს.




0
478
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
478