x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მთიანი ყარაბაღის და ფაქტო ლიდერმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
გასულ ღამეს სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ ძალებს შორის მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მორიგი შეტაკება მოხდა. ჩამოგდებულია აზერბაიჯანის ერთი ვერტმფრენი. ვრცელდება ცნობები დაღუპული ქალის და ბავშვის შესახებაც.


სომხური და აზერბაიჯანული მხარეები სიტუაციის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დილის 8 საათზე დაიწყო საჰაერო და სარაკეტო თავდასხმა.


თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროც იუწყება, რომ მათმა არმიამ მხოლოდ უპასუხა სროლას, რომელიც სომხეთის მხრიდან განხორციელდა დასახლებული პუნქტების გასწვრივ შეხების მთელი ხაზის სიახლოვეს, რითაც 12 სომხური საზენიტო კომპლექსი განადგურდა.


სომხური მხარე ამტკიცებს, რომ მოწინააღმდეგის 2 ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგდებულია. სომხეთისვე ცნობით, განადგურდა ასევე 3 ტანკი და “შესაძლოა არსებობდეს დანაკარგები ცოცხალი ძალის სახით”.



ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა არაიკ არუთინიანმა საყოველთაო მობილიზაციის და საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ გამოაცხადა.


კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1991 წელს დაიწყო, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, თუმცა საკუთრივ მთიან ყარაბაღში ის 3 წლით ადრე ჩამოყალიბდა, როცა ავტონომიურმა ოლქმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკიდან გასვლის შესახებ განაცხადა. კონფლიქტის ფარგლებში, რომელიც 1992-1994 წლებში გრძელდებოდა, აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე. 1992 წელს ჩამოყალიბდა “ეუთოს” მინსკის ჯგუფი, რომლის მიზანი კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება იყო და რომელშიც რუსეთი, აშშ და საფრანგეთი არიან ჩართულები.


ერევანი ოფიციალურად არ აღიარებს მთიან ყარაბაღს, თუმცა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ერიცხება დახმარებები სომხეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


აღსანიშნავია, რომ 2020 წლის აპრილში, კორონავირუსის პანდემიის ფონზე არაიკ არუთინიანმა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 88 % მოიპოვა.


ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ სცნო ამ ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.


ყარაბაღი

0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0