x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ამ კაცს არაფერი ეშველება - რას ეუბნება ქალებს რომ ისინი კაცებისთვის მადის აღმძვრელები არიან?! - ბაია პატარაია

image


უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია გუშინ, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ ქალი კანდიდატების წარდგენისას გაკეთებულ მადისკრედიტირებელ განცხადებას ეხმაურება და მას სექსისტს უწოდებს. უფლებადამცველის თქმით, ნათელაშვილი ქალებს სერიოზულად ვერ აღიქვამს და მათ კომპეტენციის ნაცვლად მხოლოდ გარეგნული მონაცემების მიხედვით აფასებს, პატარაია პოლიტიკოსის მიერ საჯაროდ თანამშრომელი ქალისთვის "გემრიელი ლუკმათი" მიმართვის ფაქტს ქალების სექსუალურ შევიწროებად აფასებს: "ამ კაცს არაფერი ეშველება არასდროს! ჩამოყალიბებული სექსისტია - ქალებს სერიოზულად საერთოდ ვერ აღიქვამს. თანამშრომელი ქალისთვის "გემრიელი ლუკმის" დაძახება სექსუალური შევიწროებაა დასაქმების ადგილას და ტელევიზიების თვალწინ რომ აკეთებს ამას, რაიმე შეღავათი კი არ არის, კიდე უფრო უარესია. რას ეუბნება სხვა ახალგაზრდა პროფესიონალ ქალებს ამით, რომ ისინი ვიღაც კაცებისთვის მადის აღმძვრელები და თვალიერების ობიექტები არიან?!"- დაწერა "საფარის" ხელმძღვანელმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, მათ შორის საკრებულოს წევრობის კანდიდატად სამი ქალი წარადგინა. ერთ - ერთი კანდიდატის დასახელებისას კი ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მას ამომრჩეველი ხმას მარტო მისი სილამაზის გამო მისცემს: "გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად — ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგცემენ ხმას", — განაცხადა ქვეყნის პირველმა ლეიბორისტმა. პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებისას, შალვა ნათელაშვილმა პრემიერ - მინისტრის პოსტის დაკავებაზეც სრული მზადყოფნა გამოთქვა.













0
282
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
282