x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პოლიციამ ვიეტნამში მეორადი გამოყენებისთვის გამიზნული 324 ათასი ნახმარი პრეზერვატივი აღმოაჩინა
ამიერიდან თუ ვიეტნამში სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტთ, უმჯობესია, პრეზერვატივები ბლომად მოიმარაგოთ, რადგან ინფორმაცია, რომელიც ახლახანს ბრიტანულმა “დეილი მეილმა” გაავრცელა, მართლაც შოკისმომგვრელი და ამაზრზენია: ვიეტნამის ერთ-ერთ საამქროში ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ნახმარი პრეზერვატივების დაფასოება, ხელახლა შეფუთვა და რეალიზაცია ხდებოდა. როგორც ადგილობრივმა პოლიციამ დადგინა, გასაყიდად გამზადებული იყო 324 ათასი ნახმარი პრეზერვატივი, ხოლო მანამდე დაუდგენელი რაოდენობის კონდომები (სავარაუდოდ მრავალი ათასი) - ქსელში დიდი ხნის წინ იქნა ჩაშვებული და რეალიზებული.


ფჰან თჰი თჰან ნგოცი - ასე ჰქვია იმ 33 წლის მამაკაცს, რომლის სავაჭრო სახლის შენობაში, სამხრეთ ვიეტნამში საიდუმლოდ ხდებოდა ნახმარი პრეზერვატივების დამუშავება და დაფასოება. როგორც პოლიციამ დაადგინა, მამაკაცი თვეში ერთხელ ნახმარ პრეზერვატივებს უცნობი პირისგან იღებდა, რომლის ვინაობა ამჟამად დგინდება.


როგორც გაირკვა, სავაჭრო სახლის 33 წლის მფლობელი პრეზერვატივების გასასუფთავებლად, შესაფუთავად და დასახარისხებლად დაქირავებულ შრომას აქტიურად იყენებდა.


პოლიციამ ჩამორთმეული ნახმარი კონდომების კონფისკაცია, როგორც დანაშაულის სამხილის, უკვე მოახდინა. პრეზერვატივებს მალე გაანადგურებენ, რადგან ისინი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშად არის შეფასებული, ხოლო სავაჭრო სახლის მფლობელს სავარაუდოდ მრავალი წლით მოუწევს გისოსებს მიღმა აღმოჩენა.



ვიეტნამი

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0