x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133850
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ილო ბეროშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის, რუსუდან შარაძე პატიობს
image



მსახიობი ილო ბეროშვილი გურამ შარაძეზე გაკეთებული კომენტარის გამო საჯარო ბოდიშს იხდის.

„გუშინწინ ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში, სადაც იყო რუბრიკა ბლიც-კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?

ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე.



მოკლედ რაშია საქმე: ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ… პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით, მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად…


იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს (სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი.


ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!


ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს, ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა.


ეს იყო ბლიც-კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი, მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა, რაც ვთქვი შეიძლება ასეც დარჩენილიყო“, – წერს ბეროშვილი.


მსახიობის საჯარო ბოდიშს მალევე გამოეხმაურა შარაძის ოჯახი.


ილო ბეროშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:


“მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის გურამ შარაძეზეო. ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?!


მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს. საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულსტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე „განიარაღებული” ვარ”. - აღნიშნავს რუსუდან შარაძე.

0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0