x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"მთელი ამაოება", ჩარლზ ალან გილბერტის მიერ 1902 წელს შექმნილი ნახატი, რომელიც საგონებელში აგდებს მნახველს

image უამრავია ცნობილი მხატვრის ნამუშევარი მუზეუმებში, კერძო კოლექციონერებთან და სამხატვრო გალერეებში, ბევრი აზრიანი, ზოგიც გაუგებარი.
მილანის სამხატვრო გალერეაში მაქვს ნანახი "სურათი" რომელიც რამდენიმე მილიონადაა შეფასებული, არა და ეს "სურათი" წარმოადგენს ჩარჩოში ჩასმულ თეთრ ქაღალდს, რომელიც მთელ დიაგონალზეა დასერილი.
აქ თქვენ ხედავთ ამერიკელი მხატვრის ჩარლს ალან გილბერტის ნახატს, მხატვარი ნიუ-იორკში ცხოვრობდა, დაიბადა 1873 წელს და გარდაიცვალა 1929 წელს.
სურათზე ლამაზი ქალი ზის სარკის წინ, იკეთებს მაკიაჟს, მალე ბოლო მანიპულაციასაც გააკეთებს და საცეკვაოდ წავა ბალზე.
გილბერტი ერთი მიმართულების მხატვარი არ იყო, მას ახასიათებენ, როგორც უნიჭიერეს და ჭკვიან ადამიანს, მხატვარი ხშირად იყენებდა კამუფლირების მეთოდს სურათის შექმნისას.
ამ სურათზეც იგივე ხდება ერთი შეხედვით ვხედავთ თავის ქალას, მაგრამ რეალურად ამოსახულია სარკე, რომლიც წინ ზის ლამაზი ქალი, რომელიც მაკიაჟს იკეთებს.
სურათმა ისეთი პოპულარობა მოიპოვა, ასჯერ მაინც იქნა გადახატული სხვა მხატვრების მიერ.
გილბერტის ცხოვრებისას მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი, თავად მხატვარი მუშაობდა ამერიკული სანაოსნოს საბჭოში, სადაც მის მოვალეობაში შედიოდა ამერიკული სამხედრო გემების კამუფლირება. როგორც ჩანს მას, როგორც მხატვარს ჰქონდა ორმაგი ხედვა და ის ერთდროულად ხედავდა რეალობას და იმას, რაც იდგა ამ რეალობის უკან.
მხატვრის კიდევ ერთი პროფესია იყო ანიმაცია. 1915-1918 წლებში ის მონაწილეობდა ანიმაციური ფირების შექმნაში, კინო-ილუზია, ეს მხატვრის შემოქმედებაში ფართოდ აისახა.
მხატვარმა 1916 წელს დახატა სილუეტური ავტოპორტრეტი.
image სურათის დასახელება მხატვარმა აიღო სახარებიდან, კერძოდ კი ეკლესიასტეს 1:2 თავიდან.
მხატვარმა ამ სურათში ჩადო შემდეგი შინაარსი, მშვენიერება ქალის სახით, რომელიც სარკის წინ იწესრიგებს თავს და თავის ქალა, რომელიც გვამცნობს, რომ ცხოვრება წარმავალია.
მხატვარმა ამ სურათით საზოგადოებას ამცნო სიკვდილის გარდაუვალობაზე.
მხატვარი სამწუხაროდ ძალიან ადრე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიით.
image














0
239
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
239