x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"არ ვაპირებდი ამ არჩევნებში აქტიურობას, მაგრამ გადავდივარ საცხოვრებლად...." - ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი ელისო კილაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ის არ აპირებდა არჩევნებში აქტიურობას, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნულმა პარტიამ არჩევანი სწორედ ჟორჟოლიანზე შეაჩერა ის საცხოვრებლად იმერეთში მასთან ერთად გადადის, რათა მეგობარს მოახლოებულ არჩევნებში საკუთარი ხმების დაცვასა და მოგებაში დაეხმაროს: "მოკლედ, არ ვაპირებდი ამ არჩევნებში აქტიურობას, მაგრამ ენმ-მ წყალტუბოში მაჟორიტარობის კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა ! ჰოდა, გადავდივარ მე საცხოვრებლად ნანუკასთან ერთად იმერეთში, ვიქნები მასთან ერთად არჩევნებზე და ბრძოლაში ! გზადაგზა ბევრს მოგიყვებით ჩემს მეგობარ ნანუკაზე" - დაწერა ჟურნალისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაციობალურმა მოძრაობამ" ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში კი მაჟორიტარობის კანდიდატად ყველასთვის მოულოდნელად გადაცემა "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ჟურნალსტის თქმით, ის არ არის პოლიტიკოსი და არც სურს რომ გახდეს, თუმცა ის ამ გამოწვევას ერთმნიშვნელოვნად იღებს: "დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი" - განაცხადა ტელეწამყვანმა "მთავართან".




0
611
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
611