x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნაცმოძრაობამ ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოს მაჟორიტარად წარადგინა
image


პოლიტიკური სუბიექტი „ძალა ერთობაშია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის რებრენდინგის შედეგად ჩამოყალიბდა, წყალტუბოს საარჩევნო ოლქში ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს წარადგენს. ამის შესახებ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. სწორედ წყალტუბოდანაა ჟორჟოლიანის ოჯახი და იქვე გაიზარდა ცნობილი ტელესახე.


ის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის გუნდის მისამართით იხრება, ეს ქართული საზოგადოებისთვის არახალია. თუმცა, ეს ტელეწამყვანის პირველი პოლიტიკური განაცხადია.


2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის გუნდი კანდიდატებს მხოლოდ 25 ოლქში ასახელებს და 5 ოლქს დანარჩენ ოპოზიციას უთმობს.



კანდიდატების წარდგენის ცერემონია 23 სექტემბერს კახეთის გზატკეცილზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში შედგა.

0
137
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0