x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფსიქოლოგიური ტესტი - გაიგეთ მეტი თქვენი პიროვნების შესახებ
წარმოიდგინეთ, რომ საუცხოო ამინდია. კამკამა ზღვაში ცურავთ. წყალი სასიამოვნოდ თბილია. ცურვისას, ზღვის სამყაროს ბინადართ ხვდებით.
თქვენს სიახლოვეს ქალთევზა, მისი თანმხლები თევზები და კიბორჩხალებია. ზღვიდან ხმელეთზე ადიხართ.
ახლა კი უპასუხეთ კითხვებს:
რა ფერი კუდი აქვს ქალთევზას?
როგორი თევზები ახლავს მას: მშვიდი, აგრესიული თუ მტაცებელი?
როგორია კიბორჩხალები: ბრტყელი, გლუვი თუ უცნაური ფორმისა?
რამდენი ადამიანი შენიშნეთ პლაჟზე?
შემდეგ ნახეთ პასუხები:
image
თუ ქალთევზას მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი, შავი და მსგავსი შეფერილობის კუდი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლებად ადაპტირებული ხართ საზოგადოებაში. გამოირჩევით სიტყვაძუნწობით, არასოდეს საუბრობთ თქვენს შესახებ სხვებთან.
თუ ქალთევზას კუდი ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ყვითელი და მსგავსი ნათელი ფერისაა, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ საუცხოოდ ადაპტირდებით საზოგადოებაში. უცებ პოულობთ საერთო ენას უცნობებთან. თავისუფლად საუბრობთ თქვენ შესახებ.
თუ ქალთევზას მშვიდი თევზები ახლავს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კამათში ჩაბმას არ ერიდებით. ოღონდ ყოველთვის ინარჩუნებთ სიმშვიდეს. თუ დამნაშავე ხართ, არ გიჭირთ აღიარება და ბოდიშის მოხდა.
თუ ქალთევზას აგრესიული და მტაცებელი თევზები ახლავს, ეს იმას ნიშნავს, რომ გაურბიხართ კომფლიქტურ სიტუაციებს და თავს არიდებთ კამათს.
თუ ქალთევზას ჩვეულებრივი, ბრტყელი ან გლუვი კიბორჩხალები ახლავს, ცოტათი მოსაწყენი ეჩვენებით გარშემო მყოფებს. ნაკლებად გიზიდავთ სიახლეები. გიჭირთ დადგენილი ნორმებიდან გასვლა.
თუ ქალთევზას უცნაური ფორმის კიბორჩხალები ახლავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გიზიდავთ თავგადასავლები და ადამიანების გაცნობა. ყოველ მათგანში რაიმე საინტერესოს ეძებთ. გარშემო მყოფებზე იდუმალებით მოცული პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებთ.
თუ პლაჟზე ბევრი ხალხი შენიშნეთ, საოცრად მეგობრული ხართ. გიყვართ წვეულებების მოწყობა და ხალხმრავალი ადგილები.
თუ პლაჟზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცოტა, მაგრამ სანდო და ძალზე ახლობელი მეგობრები გყავთ.
თუ პლაჟი ცარიელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად ენდობით ადამიანებს. ამიტომ ფაქტიურად, მეგობარი არ გყავთ. მხოლოდ უბრალო, სასხვათაშორისო ნაცნობობით შემოიფარგლებით
0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0