x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 13 გამოჯანმრთელდა
image


ბოლო დღე ღამის განმავლობაში აღებული ახალი ნიმუშების პასუხები ცნობილია. უკანასკნელი ცნობებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ განახლდა, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 182 ადამიანს, დაუდასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას კი 13 დაემატა. გუშინ კი 179 ახალი შემთხვევა იყო.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.



მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო დღეებში მცირედი კლება შეინიშნება და თუკი საქართველო ასეთ უმნიშვნელო კლებას მომდევნო დღეებშიც შეინარჩუნებს და გრაფიკულ სქემაზე დაღმართი იქნება, ასეთ შემთხვევაში დაახლოებით ორ კვირაში საქართველო ვითარების დასტაბილურებას შეძლებს და ახალი შემთხვევები 30-40 მოქალაქის ფარგლებში დაბრუნდება.


მედიკოსები მოსახლეობას კვლავაც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და სოციალურ შეკრებებს.

1
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
2020, 19 სექტემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1