x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ჰოლივუდის სამაგალითო წყვილები, რომელთა სიყვარულმაც ეკრანებიდან რეალურ ცხოვრებაში გადმოინაცვლა და დღესაც ერთად არიან

კურტ რასელი და გოლდი ჰოუნი

image

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყვილი, ისინი ერთად უკვე 37 წელია არიან. ერთმანეთი კი ცნობილი რომანტიკული კომედიის “ბორტს მიღმა'' გაიცნეს.

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი

image

მათ ფილმში “ The Place Beyond the Pines'' ითამაშეს ცოლ-ქმრის როლი, შემდეგ კი რეალურ ცხოვრებაშიც დაქორწინდნენ. მენდესმა სამსახიობო კარიერაც მიატოვა და თავი ოჯახს მიუძღვნა.

რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი

image

წყვილმა მონაწილეობა ფილმში “მწვანე ლამპარი'' მიიღო, თუმცა იმ დროს ბლეიკი ლეონარდო დი კაპრიოს ხვდებოდა, რეინოლდსი კი სკარლეტ იოჰანსონს. თავიანთ მეორე ნახევრებთან დაშორების შემდეგ მათ საერთო მეგობრებმა მოუწყვეს “ბრმა პაემანი'' და სწორედ აქედან დაიწყეს შეხვედრაც, ბოლოს კი დაქორწინდნენ და ახლა შვილებიც ჰყავთ.

დენიელ კრეიგი და რეიჩელ ვეისი

image

წყვილს წლების განმავლობასი მეგობრობა აკავშირებდათ, შემდეგ კი ერთად მიიღეს მონაწილეობა ფილმში “სიზმრების სახლი'' და ერთმანეთი რეალურადაც შეუყვარდათ.

ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი

image

მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა ფილმიდან “ვიკი, კრისტინა ბარსელონა'', მას შემდეგ კი წყვილი ერთ-ერტი ყველაზე სამაგალითოა ჰოლივუდში.

რიტა უილსონი და ტომ ჰენკსი

image

ერთად უკვე 33 წელი არიან. მსახიობები მეგობრობდნენ, თუმცა რომანტიული გრძნობები ერთმანეთის მიმართ ფილმის “მოხალისეები'' გადაღებისას გაუჩნდათ. ჰენკსის გამო საქმრო მიატოვა და შემდეგ 3 წელი ელოდა ჰენკსი ცოლს როდის გაეყრებოდა.

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0