x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ულამაზესმა მექსიკელმა მსახიობმა საკუთარი იდეალური სხეულის საიდუმლო გაამხილა

image


ამ ეშხიან, შავგვრემან ლამაზმან იდელური პრესით შეუძლია მთელს მექსიკაში იამაყოს. 32 წლის თვალისმომჭრელი სხეულის მფლობელი ბარბარა დე რეგილი ობიექტივის წინ ყოველთვის სიამოვნებით პოზირებს. პოპულრული მოდელის, პრესის ექვსი ე.წ. "კუბიკი" მილიონობით მის თაყვანისმცემელს მოსვენებას უკარგავს. მსახიობმა და ფიტნესის მოყვარულმა, საკუთარი მშვენიერი სხეულის საიდუმლო გაამხილა და მშვენიერი სქესის წამომადგენლებს ბევრი საინტერესო და სასარგებლო რჩევაც მისცა. ნახეთ, კვების როგორ რეჟიმს იცავს მექსიკელი ლამაზმანი, რომლის მიმდევართა რიცხვი სოციალურ ქსელში ყოველდღიურად, კალეიდოსკოპური სიჩქარით იზრდება.


image


მსახიობმა, რომელიც მექსიკაში იდეალური პრესით გამოირჩევა, გულშემატკივრებს თავისი სრულყოფილი სხეულის საიდუმლო გაანდო. როგორც ირკვევა, ბარბარამ ასეთ საოცარ შედეგს სპორტულ დარბაზში რეგულარული ვარჯიშისა და სწორი კვების წყალობით მიაღწია. ის შაქარს საერთოდ არ მოიხმარს, დესერტად კი, მხოლოდ ჟელეს, პოპკორნსა და ხილს გეახლებათ.


image


ბარბარას რაციონში ყოველთვის დიდი რაოდენობით ახალი ბოსტნეული და ცილოვანი პროდუქტია. მექსიკელი ლამაზმანი საკუთარი ულუფის ზომას მკაცრად აკონტროლებს და იმაზე მეტ კალორიას არასდროს მოიხმარს, რამდენის "დაწვასაც" ვერ შეძლებს, მიუხედავად ამისა, გოგონა ყოველთვის სრულფასოვნად საუზმობს, სადილობს და ვახშმობს.


image


სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი კერძების მომზადება დე რეგილს განსაკუთრებულად უყვარს, თუმცა უპირატესობას ყოველთვის ჯანსაღ საკვებს ანიჭებს. ლამაზმანის თქმით, რომ არა მსახიობი, ის აუცილებლად მზარეული იქნებოდა.


image


როგორც მოდელი აღიარებს, ზოგჯერ ის თავს პიცითა და ნაყინითაც ანებივრებს. ბარბარა ცდილობს ვარჯიშის რეჟიმი მეტ- ნაკლებად დაიცვას, ამიტომ ის ყოველდღე ვარჯიშობს, ადრე წვება და დილითაც ადრე დგება.


image


გოგონა სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია, 7 მილიონზე მეტი ერთგული გამომწერისთვის საკუთარ "Instagram" გვერდზე, ის სხვადასხვა პრობლემური ზონებისთვის ვიდეო - ვარჯიშებს სისტემატურად აზიარებს და არც ონლაინ ტრანსლაციების გამართვაზე ამბობს უარს, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებულ ყველა მსურველს საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას სიამოვნებით უზიარებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
451
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
451