x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
"ეს არის მარიამ ჭიღლაძე, რომელიც მე და ნიკა გვარამიას უკანასკნელი სიტყვებით გვლანძღავს " - ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი და გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მწერალ მარიამ ჭიღლაძის ფოტოს ავრცელებს, რომელმაც მას და ნიკა გვარამიას, რამდენიმე დღის წინ, საჯაროდ ფეისბუქპოსტით მიმართა, ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული პიროვნება გერმანიას ლტოლვილის სტატუსით ჩაბარდა, რომელიც იქიდან მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მასზე თავდასხმით არის დაკავებული: "ეს არის ქოცმწერალი მარიამ ჭიღლაძე, რომელიც ბედნიერი და გაბრწყინებული საოცნებო საქართველოდან ლტოლვილად ჩაბარდა გერმანიას, ცხოვრობს შტუდგარდში. ბოლო დროს დაკავებულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით, უკანასკნელი სიტყვებით გვლანძღავს მე და ნიკა გვარამიას(ქოცნიუსებშიც მოხვდა) გერმანიის სახელმწიფოს უნდა მივმართო და მისი შემოქმედება გავუგზავნო !"- დაწერა ელისო კილაძემ. შეგახსენებთ, რომ ჭიღლაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გაზეთ "ქრონიკა+"- ის რედაქტორს ელისო კილაძეს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც მათ, იმ მორალური ზიანისთვის, რაც მათ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახს საკუთარი შოუებით მიაყენეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა. გთავაზობთ, მწერალ მარიამ ჭიღლაძის ფოტოს რომელიც ელისო კილაძემ საკუთარ ფეისბუქვერდზე გააზიარა.



image




0
405
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
405