x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სამი ყველაზე ძვირადღირებული საფოსტო მარკა მსოფლიოში
მარკების შემგროვებლებს ფილატელისტები ეწოდებათ. მათ საკუთარი საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი აქვთ. ბევრი ფილატელისტი მთელი ცხოვრება წელებზე იდგამს ფეხს, რათა რაც შეიძლება იშვიათი და ძვირადღირებული მარკები ჰქონდეს საკუთარ კოლექციაში. ქვემოთ სამ მარკას წარმოგიდგენთ, რომლებზეც ფილსტელისტებს ნამდვილი ნადირობს აქვთ გაჩაღებული.


1. ბრიტანული გვიანა 1¢ მაგნეტა


მაგნეტა


ის 1856 წელს გამოუშვეს. მისი დაბადება კი კურიოზს უკავშირდება. ბრიტანული კოლონია გვიანას ფოსტის ხელმძღვანელი დიდხანს ამაოდ ელოდა საფოსტო მარკებს ნისლიანი ალბიონიდან. ბოლოს, როცა პროცესი ძალიან გაიწელა, თავად დააბეჭდინა დროებითი მარკები, რომლებსაც საკუთარი ხელმოწერა დაურთო.



2014 წელს აღნიშნული სერიის ერთ-ერთი ეგზემპლარი ნიუ-იორკის აუქციონზე 9, 48 მილიონ დოლარად გაიყიდა. საფოსტო მარკის მეპატრონის ვინაობა უცნობია. მან გარიგება ტელეფონით დადო და ანონიმურად დარჩენა ამჯობინა.


2. ყვითელი კილინგოვიკი


კილინგოვიკი


აღნიშნული საფოსტო მარკა მსოფლიოს უძვირეს მარკათა შორის ერთ-ერთი ლიდერია. ის თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო როგორც ლურჯ-მწვანე ფერის, მაგრამ შეცდომის წყალობით ყვითელი ფერის დაბეჭდეს 1855 წელს. ეს შვედური მარკა დიდი იშვიათობაა დღემდე და ამის გამო მისი ფასი 2, 1 მილიონ ევროს აღწევს. რაც მთავარია, მისი ღირებულება სულ უფრო იზრდება.


3. ცისფერი მავრიკი


მავრიკი


ის 1947 წელს დაბეჭდეს, ბრიტანეთის კოლონიური იმპერიის აყვავების პერიოდში. მასზე დედოფალი ვიქტორიაა გამოსახული. მსოფლიოში ცნობილია მხოლოდ 26 ეგზემპლარი. ეს ერთადერთი ბრიტანული მარკაა, რომელიც ნისლიანი ალბიონის საზღვრებს მიღმა დაიბეჭდა. ამიტომ გასაოცარი იმაში არაფერია, რომ მილიონი ევრო ღირს.

0
269
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0