x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რჩევები: როგორია კიბოს სკრინინგის საუკეთესო გეგმა ნებისმიერი ასაკისთვის?
კიბო საწყის სტადიებში უმრავლეს შემთხვევაში იოლი და ადვილად განკურნებადი დაავადებაა. ამიტომ სკრინინგს და მის ასეთ დროს ამოცნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სტატიაში გასწავლით იმას, თუ რა უნდა ქნათ, რათა კიბოს ყველაზე ეფექტური სკრინინგი ჩაიტაროთ სხვადასხვა ასაკის მიხედვით.


სკრინინგი 20 წლის ასაკიდან


თუ ქალი ბრძანდებით, 20 წლის ასაკიდან უნდა ჩაიტაროთ საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა წელიწადში ერთხელ მაინც. პაპ-ტესტის მეშვეობით გინეკოლოგი დაადგენს, ხომ არ არსებობს კიბოს საწყისი სტადიები.


სკრინინგი 30 წლის ასაკიდან



აღნიშნული ასაკიდან ქალებში მკვეთრად იმატებს მკერდის კიბოს რისკი. ამიტომ ამ შემთხვევაშიც წელიწადში ერთხელ მკერდის კიბოს სკრინინგზე წასვლა აუცილებელია.


პარალელურად თქვენ თვითონაც დააკვირდით საკუთარ მკერდს. ხელით შეხებისას თუ აღმოაჩენთ სიმაგრეს, დაუყოვნებლივ მიდით მამოლოგთან. გახსოვდეთ, რომ ადრეულ სტადიებზე მკერდის კიბო თითქმის 100 %-ით იკურნება.


სკრინინგი 35 წლის ასაკიდან


ყოველ წელიწადს საქართველოში 1000 ადამიანი კანის ავთვისებიანი სიმსივნით ავადდება. ეს ძირითადად 35 წლის ასაკიდან ხდება. ამიტომ ყოველ 2 წელიწადში აღნიშნული ასაკიდან იარეთ მელანომას სკრინინგზე.


სკრინინგი 45 წლიდან


ამ ასაკში მკვეთრად იმატებს მამაკაცებში პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის რისკი. ამიტომ დროზე სკრინინგზე! თანაც წელიწადში ერთხელ.


სკრინინგი 50 წლის ასაკიდან


აღნიშნულ ასაკში იზრდება ნაწლავის კიბოს რისკი. ჩაიტარეთ ტესტი ფარულ ნაწლავურ სისხლდენაზე წელიწადში ერთხელ მაინც.


სკრინინგის ზოგიერთი პროგრამა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აუცილებლად ისარგებლეთ მათით. რაც მთავარია, ნუ შეგაშინებთ სიტყვები “ავთვისებიანი სიმსივნე” და “კიბო”. კიბოს თუ დროულად აღმოაჩენთ და იმკურნალებთ, არაფერი გემუქრებათ.


კიბო


0
81
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0