x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სანქტ-პეტერბურგის მახლობლად წყალქვეშა ნავს ხანძარი გაუჩნდა

image

რუსეთის ფედერაციის, აგრესორი ქვეყნის, ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უფრო მეტიც, ჩვენ არ ვსაუბრობთ კერძო ან მრავალსართულიანი სახლის, ან მაღაზიის ხანძარზე. ხანძარი მოხდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქარხანაში ერთ – ერთ წყალქვეშა ნავზე, რომელსაც სარემონტო სამუშაოები უტარდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხანძარი მოხდა სანკტ-პეტერბურგთან ახლოს, 12 აგვისტოს, ადგილობრივ საზღვაო ქარხანაში (ქალაქ კრონშტადტში), კურსკის ტრაგედიის 20 წლის თავზე.


როგორც გაირკვა, ცეცხლი წყალქვეშა ნავს გაუჩნდა. ... ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელევიზიამ "78" -მა განაცხადა საგანგებო მდგომარეობის შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს არ გაახმაუროს მომხდარი. ამჟამად, ძალიან მწირე ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა.


მასიური ინფორმაციის წყაროებში ნათქვამია: "გარე სამუშაოების ჩატარების პროცეში, გაზის აპარატით, მოხდა საღებავის დნობა, წყალქვეშა ნავის საწვავი ავზის მხრიდან" აალების შედეგად ნაკვეთურში გაჩნდა კვმლი. მუშებმა, რომლებიც ატარებდნენ რემონტს სასწრაფოდ გამოიძახეს საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და მათ მოსვლამდე ნავის გაგრილებას შეუდგნენ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. და ბოლოს აღვნიშნავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა რუსეთისთვის.

0
84
1-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0