x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მითები და ფაქტები მამაკაცის კოსმეტიკაზე

image

გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცის კანს არ სჭირდება მოვლა და დატენიანება, რაც სრული აბსურდია.

მითი 1- კოსმეტიკა მხოლოდ ქალებისთვისაა

image

მართალია, რომ კოსმეტიკური საშუალებები ქალებშია პოპულარული, ქალებისთვის კოსმეტიკურ საშუალებებს მეტწილად სწორედ მამაკაცები ქმნიან, Maybelline, Dior და Max Factor, მათი ხელმძღვანელები სწორედ მამაკაცები არიან.

მითი 2- მამაკაცის კანს არ სჭირდება კრემები

image

ტყუილად არ ამბობენ მამაკაცები სქელკანიანები არიანო, მათ კანს უფრო მეტი დამცავი თვისება აქვს, სიცივე, ქარი და მზის სხივები მათთვის ისეთივე მავნებელი არაა როგორც ქალებისთვის, სამაგიეროდ, წვერის პარსვასთან ერთად კანი ძალიან იფიტება და მიკროდაზიანებას და უსიამოვნო შეგრძნებებს იღებს, სწორედ ამიტომაა საჭირო კრემი.

მითი 3- თბილი წყლით დაბანის შემდეგ კანი გლუვი ხდება

ესმითი საპარსი ქაფის შემქმნელებმა შექმნეს. ქაფის წასმის შემდეგ კანი თბილი წყლით უნდა დატენიანდეს რომ თმა რბილი და დამყოლი გახდეს. ამის შემდეგ კი კანი მშრალი და აქერცლილი ხდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი არსებობს სკრაბი, რომელიც მკვდარ უჯრედებს აშორებს კანიდან.

მითი 4- ლოსიონში სპირტია მთავარი

image

ადრე მამაკაცის ყველა ლოსიონი სამედიცინო სპირტს შეიცავდა, სპირტი კი კანს წვავს და აშორობს. ამიტომ, მეცნიერებმა სპირტის შემცვლელი ნახეს, ეს ბუნებრივი ზეთებია, ისინი არამარტო ატენიანებენ კანს, არამედ კვებავენ კიდეც.

მითი 5- მზის სხივები მამაკაცებისთვის საზიანო არაა

image

მზის სხივები ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც ერთნაირად მოქმედებს, ხოლო მელანომას საფრთხე მამაკაცებში უფრო მაღალია. გაპარსვის შემდგომი ლოსიონები უკვე შეიცავენ მზისგან დამცავ ნივთიერებებს, მაგრამ არსებობს მზისგან დამცავი კრემებიც, რომლებიც არ უნდა დაგვავიწყდეს.

მითი 6- საშუალებები “3- 1'' ში იდეალურია მამაკაცებისთვის

ეს მოსაზრება სისულელეა, ის მარკეტოლოგებმა შექმნეს მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ზედმეტი ფულის დახარჯვა თავის მოვლის საშუალებებზე და ჰგონიათ, რომ თავის, ტანის და სახის დაბანა ერთი შამპუნით შეიძლება

მითი 7- მავნე ჩვევები კანზე არ მოქმედებს

მოქმედებს, და თან როგორ. სიგარეტი უცვლის სახის კანსა და თითებს ფერს და ამცირებს კოლაგენის დონეს. ალკოჰოლი სისხლძარღვებს აფართოვებს რაც უჯრედებს უშლის ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების მიღებას, კანი კი ნაადრევად ბერდება.

0
67
შეფასება არ არის
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0