x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა? - მსოფლიო მის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო "მსოფლიოში პირველი" ვაქცინა გამოუშვა. მისი თქმით, ვაქცინა მის ქალიშვილზეც გამოიცადა. ამის შესახებ მან რუსეთის სახელმწიფო არხზე განაცხადა.

image

"კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა უკვე შეიქმნა მსოფლიოში. ვიცი, რომ ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. ჩემმა ქალიშვილმა უკვე გაიკეთა ეს ვაქცინა, პირველი დოზის მიღების შემდეგ, ცოტა მაღალი ტემპერატურა აღენიშნება, მაგრამ თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა პუტინმა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა მთელს მსოფლიოს ვაქცინის შესახებ აუწყა, მის ეფექტურობასა და ვარგისიანობაზე კითხვები მაინც არსებობს. კრიტიკოსების მოსაზრებით, პუტინს კორონავირუსის ვაქცინის შექმნით, რუსეთს მსოფლიოში პოლიტიკური გავლენების გაძლიერება სურს.

როგორც CNN - ი წერს, რუსეთს ოფიციალური მონაცემები ვაქცინის ტესტირების შესახებ არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად, შეუძლებელია ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების გადამოწმება. მიუხედავად ამისა, რუსეთი ამბობს, რომ 20 - მდე ქვეყანა და ზოგიერთი ამერიკული კომპანია ვაქცინით დაინტერესდა.

image

ჯანდაცვის ექსპერტებმა შეშფოთება გამოთქვეს ვაქცინის ასე სწრაფად დამტკიცების გამო.

"ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ხდება რუსეთის ვაქცინასთან დაკავშირებით", - განაცხადა მაიკლ ჰედმა, გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში უფროსმა მეცნიერმა, დიდი ბრიტანეთის სამეცნიერო ცენტრში.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაქცინას ჰქონდეს ფართო საზოგადოებრივი ნდობა. არ გვაქვს ინფორმაცია მის ეფექტურობაზე, გვერდით მოვლენებზე. ამ მონაცემებს რუსეთი არ აქვეყნებს", - ამბობს ის.

საპირისპიროს ამტკიცებს რუსეთი. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მიხაილ მურაშკოს განცხადებით, ვაქცინის ეფექტურობა უკვე დამტკიცებულია.

"შედგების მიხედვით, ვაქცინამ აჩვენა ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაღალი დონე. ყველა მოხალისემ გამოიმუშავა ანტისხეულების მაღალი დონე covid - 19 -ზე. არც ერთი შემთხვევას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია", - განაცხადა მურაშკომ.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 20 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 730 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა.

0
99
1-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0