x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი სატრანპორტო საშუალებაა ყველაზე უსაფრთხო და რატომ?
საქართველო რომ ავტოავარიების ქვეყანაა და ჩვენთან რომ ანომალიურად ბევრი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ამაზე ერთ-ერთ წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც რომელი სატრანსპორტო საშუალებაა ყველაზე უსაფრთხო?


გაგიკვირდებათ და ყველაზე უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად თვითმფრინავი დასახელდა. ამას უამრავი სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი და კვლევა მოწმობს. არადა, სწორედ ფრენის შიშია ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აიძულებს, თავი შეიკავოს მოგზაურობისგან. თუმცა მოდით, მაინც გადავხედოთ რიცხვებს, რათა გავარკვიოთ, თუ რამდენად უსაფრთხოა თვითმფრინავი სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით.


როგორც გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოწმობს, 10 მილიარდი კილომეტრის მანძილზე ფრენის დროს მხოლოდ 3 ადამიანი ზიანდება. იგივე მაჩვენებელი გერმანული მატარებლებისთვის 9-ჯერ მეტია და 27-ს შეადგენს. მაგრამ თვით მატარებელიც კი ვერანაირად ვერ მოვა ავტომობილთან, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევებში 10 მილიარდი კილომეტრის მანძილზე გერმანულ გზებზე 2760 ადამიანი ზიანდება, ანუ 900-ჯერ მეტი, ვიდრე ავიაკატასტროფების შედეგად.


დაღუპულთა სტატისტიკას რაც შეეხება, 10 მილიარდი კილომეტრის მანძილზე ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რიცხვი გერმანიაში 0, 03 ადამიანს შეადგენს. ანუ 1 ტრილიონი კილომეტრის გავლა სჭირდება თვითმფრინავს, რათა ფრენის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპოს. მატარებელში 10 მილიარდი კილომეტრის მანძილზე 0, 4 ადამიანი იღუპება, ხოლო ავტომანქანაში - 29 ადამიანი.



თვითმფრინავების ასეთი ფანტასტიკური უსაფრთხოების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ პილოტები ძალიან მაღალკვალიფიციურები არიან, ხოლო მათი საფრენოსნო უნარები გამუდმებით მოწმდება. გარდა ამისა, მათ შეხება აქვთ ძალიან დახვეწილ ტექნოლოგიებთან და თითოეული საჰაერო ხომალდიც მუდმივ და სრულფასოვან ტექნიკურ შემოწმებებს გადის.


თვითმფრინავი იმდენად უსაფრთხოა, რომ თითოეული ჩვენთაგანი 14 000 წელი რომ ცოცხლობდეს და ამ ხნის მანძილზე ყოველდღე გამუდმებით გვეფრინა, მაინც არ იარსებებდა იმის შანსი, რომ ავიაკატასტროფაში დავიღუპებოდით.


თუმცა, ზემოთ არსებულ სტატისტიკაში ერთი დაზუსტების შეტანა აუცილებელია: საქართველოში ავტოავარიებში დაახლოებით 4-ჯერ უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გერმანიაში. შესაბამისად, ქართულ გზებზე მოძრაობა 3600-ჯერ უფრო სახიფათოა, ვიდრე თვითმფრინავით ფრენა.


ტრანსპორტი

0
136
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0