x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჟან პიერ ადამსი-38 წელი კომაში და უდიდესი სიყვარულის ისტორია
image

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ყოფილმა მცველმა ჟან- პიერ ადამსმა 1981 წელს, 33 წლის ასაკში დაასრულა საფეხბურთო კარიერა, ბოლოს ცოტა ხანი ითამაშა სამხრეთ ბურგუნდიის სამოყვარულო კლუბ "შალონეში". მის პარტნიორებს შორის იყო იოზეფ კლოსე - მომავალში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის მიროსლავ კლოზეს მამა.

image

ადამსი მწვრთნელობას აპირებდა- და სწავლა უკვე დაწყებული ჰქონდა, ჯერ კიდევ "შალონეში " მოთამაშე-მწვრთნელობას ირგებდა.


1982 წელს ჟან-პიერი, მალევე საკუთარი დაბადების დღის შემდეგ, გაემგზავრა დიჟონში მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე, მაგრამ იქ მან დააზიანა მყესი და მკურნალობა დასჭირდა.

image

ჟან პიერ ადამსი იმ დროისთვის 13 წლის დაქორწინებული იყო ბერნადეტზე, ჰყავდათ ორი შვილი ლორენსი(დაბ.1969წ) და ფრედერიკი(1976წ), ბედნიერ და სიყვარულით აღსავსე ოჯახს თითქოს არაფერი ემუქრებოდა მაგრამ 1982 წლის 17 მარტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

image

ერთი დაგეგმილი ოპერაცია მუხლზე, რომელსაც უამრავი სპორტსმენი თუ არასპორტსმენი იკეთებს და თითქოს არავითარი გართულება არ უნდა მოყოლოდა, სამწუხაროდ საბედისწეროდ დასრულდა ექიმების ელემენტარული შეცდომის გამო ;ფეხბურთელი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა..იმ დღიდან მოყოლებული ჟან პიერი გონზე მოსული აღარავის უნახავს.

image

მას შემდეგ აგერ უკვე 38 წელის გავიდა, მთელი ამ წლების განმავლობაში ჟენ პიერს მისი მეუღლე ბერნადენტი უვლის, მანამდე ექიმებმა ევთანაზია შესთავაზეს, თუმცა ბერნადენტმა კატეგორიული უარი განაცხადა, ქმარი სახლში წაიყვანა -ბანს, ტანსაცმელს და თეთრეულს უცვლის, ასმენინებს საყვარელ მუსიკას, ერადერთი რისიც ეშინია ბერნანდეტს ის არის, რომ მის მეუღლეზე ადრე არ მოკვდეს, "ვიღა მოუვლის მერე ჟან პიერს?"

image

ამ წლების განმავლობაში ბერნანდეტს იმედი ჰქონდა, რომ მედიცინაში რაიმე სიახლე იქნებოდა და ჟან-პიერის კომიდან გამოყვანას შეძლებდა, თუმცა სამწუხაროდ იმედი გადაუწურეს.


ბერნანდენტი მთელი ამ წლების განმავლობაში ბედს არ ემდურის, მართალია იტანჯება, მაგრამ თან სდევს უდიდესი სიყვარული, სწორედ სიყვარულმა გადაატანინა ეს მძიმე წლები.

image

1990-იანი წლების შუა ხანებში სასამართლომ გამოიტანა პირობითი სასჯელი ანსთეზიოლოგის და მის თანაშემწე სტაჟიორის მიმართ, აგრეთვე დააკისრა უაღრესად სასაცილო ოდენობის ჯარიმა - 815 აშშ დოლარი-დღეისთვის ადამსების ოჯახი ბევრად მეტს იხდის.


0
383
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0