x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჟვანია და თოფაძე შერიგდნენ - „შემეცოდა, სიფიცხემ გადამიარა“ - „მადლიერი ვარ ბატონი გოგის“
image


გოგი თოფაძე მისი შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა ჟვანიასთან დაკავშირებით აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, სიფიცხემ გადაუარა და ბრალდებული შეეცოდა იმის გამო, რომ მისთვის წაყენებული ბრალი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ეს არის უკიდურესი სასჯელი და ამას არ ეთანხმება.


“რა ვუქ­ნა იმას, რაც ჩვე­ნე­ბა­ში მი­წე­რია და რა­ზეც ორ­ჯერ მო­მა­წე­რი­ნეს ხელი? ვიც­ნობ დედა­მისს, კარგი ქა­ლია, ტი­რის, მაგ­რამ რა ვქნა? მე რაც პო­ლი­ცი­ას ვუ­თხა­რი, ის არ ითვა­ლის­წი­ნებს 15 წელს, მაქ­სი­მუმ 3 თუ 4 წელს.


ვნა­ხავ იმ ქალ­ბა­ტონს, ავუხ­სნი ყვე­ლა­ფერს და რაც შემიძლია მხარს და­ვუ­ჭერ, მე­ცო­დე­ბა… ისე, ის ბიჭი 2 დღის წინ რომ სა­დღაც მე­ნა­ხა, იქ­ნე­ბა მო­მეკ­ლა კი­დეც, მაგ­რამ ახლა ლევანი უკე­თე­სო­ბის­კე­ნაა და სი­ფი­ცხემ გა­და­მი­ა­რა.



რომ გავიგე 15 წე­ლიო, შე­მე­ცო­და, კაცო, ის ბიჭი და დე­და­მი­სი. თუმ­ცა მინ­და გითხრათ, რომ სას­ჯე­ლის ზო­მის ასე აწე­ვა ჩემი სურ­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა, არ წა­ვალ ამა­ზე თა­ნახ­მა.” – ამბობს გოგი თოფაძე.


თავის მხრივ, დაზარალებულ მხარეს ეხმაურება ბუსას დედა და მადლიერებას გამოხატავს. ყოფილი პრემიერმინისტრის ქვრივი ნინო ქადაგიძე, ბიზნესმენ გოგი თოფაძეს, მისი შვილისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის.


„გუშინ წავიკითხე ბატონი გოგის განცხადება და ძალიან მადლიერი ვარ მისი ამ განცხადებისთვის, ცოტა დავმშვიდდი… ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ბუსა სასჯელს იმსახურებს, თუმცა ადეკვატური უნდა იყოს. ბუსას პირადი ნივთები გადმომცეს დღეს. ჩემი შვილიც ადამიანია და მასაც აქვს თავისი რაღაცები. დიდი იმედი მაქვს, რომ განზრახ მკვლელობის მუხლი გადაკვალიფიცირდება“, - აცხადებს ნინო ჟვანია.

0
126
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0