x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს
image


სს „საპარტნიორო ფონდი“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონს განმეორებით აცხადებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს.


ფონდის ინფორმაციით, „საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს.


„აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის განაცხადის ნომერი: 117207RBS67090620, ლოტი: #670906.



დეტალურ ინფორმაციას „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პოტენციური ინვესტორებისთვის მომზადებული აუქციონის პირობები მოიცავს. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156600.00 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234425.00 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა იგეგმება.


საჯარო აუქციონი 2020 წლის 4 სექტემბერს, 15:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ახალი მფლობელი აუქციონის წესით გამოვლინდება.


შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლიდან სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იანი წილის მფლობელია. პირველი საჯარო აუქციონი „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმროზე ფონდმა 2019 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა, სასტუმროს შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 37 565 408 აშშ დოლარი იყო, თუმცა აუქციონი ვერ შედგა მონაწილეების არარსებობის გამო.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ „საპარტნიორო ფონდს“ ელექტრონულ მისამართზე: info@fund.ge „, -აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0