x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
შავმა ხვრელმა ნეიტრონული ვარსკვლავი გადაყლაპა - პირველად ისტორიაში

2019 წლის აგვისტოში ასტროფიზიკოსებმა დააფიქსირეს შავი ხვრელისა და მკვდარი ვარსკვლავის ნარჩენის — ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შემდეგ განვითარებული პროცესები.

image

ეს კატასტროფული შეჯახება ჩვენგან მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მოხდა და წარმოქმნა სივრცე-დროის ჭავლები, იგივე გრავიტაციული ტალღები. დედამიწამდე მათ წელს მოაღწიეს.

ეს მესამე მოვლენა იყო, რომელსაც მეცნიერები გრავიტაციულ ტალღათა დეტექტორებით დააკვირდნენ. 2015 წელს მეცნიერებმა დააფიქსირეს ორი შავი ხვრელის შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები, 2017 წელს კი ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახება.

მეცნიერები მონაცემებს ჯერ კიდევ ამუშავებენ, რათა დაადგინონ ამ ორი ობიექტის ზუსტი ზომები; როგორც პირველადი შედეგები მიუთითებს, შავმა ხვრელმა ნეიტრონული ვარსკვლავი მთლიანად გადაყლაპა. საბოლოო შედეგები სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება.

მეცნიერებს არასოდეს აღმოუჩენიათ მზის მასაზე ხუთჯერ ნაკლები და უფრო პატარა შავი ხვრელი და მზის მასაზე 2, 5-ჯერ მეტი მასის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავი.

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0