x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნასას ხომალდმა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გადავიდა

ხომალდმა ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა დატოვა. მის მიერ გამოგზავნილი მონაცემების დეტალური ანალიზის შემდეგ, მეცნიერები ფაქტს ადასტურებენ — ვოიაჯერ 1-ის მსგავსად, ეს ციცქნა ხომალდიც უკვე ჰელიოპაუზის მიღმაა და ჩვენთვის უცნობ ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს. ვოიაჯერ 2-მა ვარსკვლავთშორის სივრცეში 2018 წლის 5 ნოემბერს შეაბიჯა, მზიდან 119 ასტრონომიული ერთეულის (17, 8 მილიარდი კილომეტრი) მანძილზე.

image

მისმა კოლეგა ხომალდმა, ვოიაჯერ 1-მა ეს ზღვარი რვა წლის წინ გადალახა, მაგრამ ამ დროს დაუზიანდა პლაზმის ინსტრუმენტი. შესაბამისად, მეცნიერებს პირველად მიეცათ შანსი შეესწავლათ პლაზმა ამ უმნიშვნელოვანეს საზღვარზე.

პირდაპირი წესით მოხერხდა პლაზმის სიმკვრივის დადგენა. საინტერესოა, რომ ვოიაჯერ 2-ის ხუთი ინსტრუმენტი გლუვ, უფრო თხელ, მაგრამ ძლიერი მაგნიტური ველის მქონე ჰელიოპაუზაზე მიუთითებდა. პლაზმაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ ჰელიოპაუზა ხომალდმა ერთ დღეზე ნაკლებ დროში გადაკვეთა.

გარდა ამისა, ვოიაჯერ 2-ის კოსმოსური სხივების ინსტრუმენტმა დააფიქსირა რაღაც ისეთი, რაც ვოიაჯერ 1-მა ვერ შეძლო — ჰელიოპაუზასა და ვარსკვლავთშორის სივრცეს შორის არსებობდა ფენა, სადაც ხდებოდა ორი ქარის ურთიერთქმედება.

უცნობი რჩება მრავალი დეტალი. ჰელიოსფერო დაახლოებით კომეტის კუდს ჰგავს, რადგან მთლიანი მზის სისტემა გალაქტიკის ცენტრის გარშემო მოძრაობს. ორივე ხომალდმა გადაკვეთა წინა ნაწილი (ცხვირი) და შესაბამისად, არაფერი ვიცით, რა ხდება კუდში.

0
201
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0