x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მადონა კოიძე სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და აჭარის ტელევიზიის სახალხო კონტროლის გადამღებ ჯგუფთან ერთად დედოფლისწყაროში იმყოფებოდა
image


დღეს დედოფლისწყაროში იმყოფებოდა მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი მადონა კოიძე სურსათის უვნებლობის სააგენტოს თბილისის და კახეთის სამსახურებთან და აჭარის ტელევიზიის სახალხო კონტროლის გადამღებ ჯგუფთან ერთად. მათ მიერ შემოწმებულ იქნა რაიონში მდებარე ყველა ხორცის მაღაზია.





მადონა კოიძე აცხადებს, რომ ბევრ მაღაზიაში დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები, ბუზები, ტარაკნები, ზოგიერთ მაღაზიას არ ქონდა ფორმა N2, ცნობა ხორცის საკვებად ვარგისიანობის შესახებ, ანუ მომხმარებლისთვის იმ მაღაზიაში ხორცის შეძენა რისკფაქტორს წარმოადგენს.




მადონა კოიძე მოუწოდებს მომხმრებელს, რომ თავად შეაფასონ და შეიძინონ ფორმა N2 მქონე მაღაზიის ხორცი, რათა გარანტირებულ იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობა.





როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი რამდენიმე მაღაზია დაჯარიმებულ იქნა 1000 ლარიანი ჯარიმით, ერთი 3000 ლარიანი ჯარიმით, ხოლო, ერთი მაღაზია იქნა დაკეტილი.




შეგახსნებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, 12 ივლისს, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დედოფლისწყაროში ჩაატარა პირველი რეიდი და მაშინაც დაჯარიმებულ იქნენ ხორცის გამყიდველები ფორმა N2 ცნობის არ ქონის და სანიტარულ-ჰიგიენური წესების დარღვევის გამო., ხოლო, რამდენიმეს მიეცა გამაფრთხილებელი რეკომენდაციები




სურსათის უვნებლობის სააგენტოს 12 ივლისის რეიდის შემდეგ, როგორც ხორცის გამყიდველები აღნიშნავდნენ საქონლის დაკვლა ხდება სოფელ გამარჯვებაში არსებულ ხორცკომბინატში, იქვე ექიმის მიერ ხდება საქონლის ვარგისიანობაზე ცნობის გაცემა, რომელიც 100 კილომდე ღირს 30( ოცდაათი) ლარი, ხოლო, 100 კილოს ზემოთ 60(სამოცი) ლარი.





" ჩვენ ჩვენი მომმარაგებელი გვყავს, რომელიც შოულობს საქონელს მოსახლეობაში, მერე ხდება მისი ტრანსპორტირება გამარჯვებაში, შემოწმება და ისევე უკან წამოღება, ეს ძვირი ჯდება და ისახება ხორცის გაყიდვის ფასზე, ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს კაპიკები? ეს პროცესი არის დასარეგულირებელი." - ამბობენ ხორცის გამყიდველები.



0
116
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0