x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
“ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი”,- Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!
image


პან­დე­მი­ის დროს გა­ჩე­ნი­ლი იდეა 7 აგ­ვის­ტოს რე­ა­ლო­ბად იქ­ცე­ვა. Eclectik Space ბა­ზარ­ზე ახა­ლი ნი­შის და­სა­კა­ვებ­ლად შე­მო­დის. თე­მა­ტი­კა იგი­ვეა: გარ­თო­ბა ზა­ფხულ­ში ღია ცის ქვეშ. გან­სხვა­ვე­ბა მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბა და პი­რო­ბე­ბია: ლი­სის ტბის სი­ახ­ლო­ვეს, შე­ზღუ­დუ­ლი სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით, თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცით.


image


“თბი­ლის­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია, ვინც კვი­რის მან­ძილ­ზე დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კით მუ­შა­ობს, შა­ბათ-კვი­რას გა­სარ­თო­ბად უნდა წას­ვლა, მაგ­რამ არ უყ­ვარს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შო­რის ყოფ­ნა, ზუს­ტად მათ­თვის შე­იქ­მნა Eclectik Space. ეს არაა გრან­დი­ო­ზუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ტე­ვა­დო­ბი­დან და უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯამ­ში 800-მდე სტუ­მარს ვუ­მას­პინ­ძლებთ”, -ამ­ბობს Eclectik-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი რომა ცი­რე­კი­ძე.



ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია: სცე­ნა, ჰა­მა­კე­ბი­თა და პუ­ფე­ბით სავ­სე მო­ხა­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რია და 6 ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტი 7 აგ­ვის­ტოს 23 სა­ა­თი­დან უმას­პინ­ძლე­ბენ სტუმ­რებს: Pasha, Gio Shengelia, Autumn Tree, Yanamaste, Papuna, Hemp Hops (Ultraviolet Radiation) სხვა­დას­ხვა ჟან­რის მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან.


image


“პირ­ვე­ლი ივენ­თი 23 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა და მომ­დევ­ნო დღის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. ღა­მის სტუმ­რე­ბის გარ­და დი­ლით გვეს­ტუმ­რე­ბი­ან სხვა­დას­ხვა კლუ­ბე­ბი­დან afterparty-ზე, ვი­საც ღა­მის თე­ნე­ბა არ უყ­ვარს, შუ­ა­დღეს ამო­ვა და დღი­სით გა­ერ­თო­ბა”, -ამ­ბო­ბენ ფეს­ტი­ვა­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მა­რი­ტა ჭან­ტუ­რია და რომა ცი­რე­კი­ძე.


image


image


ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით ჩა­ტარ­დე­ბა, რის გა­მოც ბი­ლე­თე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ი­ყი­დე­ბა, მო­სულ სტუმ­რებს მო­უ­წევთ ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­მოწ­მე­ბა, ხე­ლე­ბის სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რით და­მუ­შა­ვე­ბა და რიგ­ში დგო­მი­სას 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა.


ივენ­თის სა­ნა­ხა­ვად, გა­და­დით ბმულ­ზე

0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0