x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
იაპონურ რესტორანში ოფიციანტებად მაიმუნები მუშაობენ

image

რესტორანი კაიაბუკი ცნობილი გახდა გახსნისთანავე. მაგრამ არა მისი უჩვეულოდ გემრიელი ან ორიგინალური მენიუდან გამომდინარე, და არა თანამედროვე დიზაინის გამო, არამედ მაიმუნების წყალობით, რომლებიც იქ ოფიციანტებად მუშაობენ. ხალხმა ბევრი რამ ნახა და, სიმართლე გითხრათ, დღეს უფრო და უფრო რთულია სტუმრის გაოცება, მაგრამ მათ მსგავსი არაფერი უნახავთ.


რესტორნის მენიუ მარტივია - კლასიკური ეროვნული კერძები და საკე. წარმოუდგენელია, მაგრამ მაიმუნები შესანიშნავად ართმევენ თავს თავიანთ საქმეს - დაატარებენ სასმელებს და მოაქვთ ხელსახოცები კლიენტებისათვის. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მაიმუნები ატარენებ ტანსაცმელსა და პარიკებს, რათა არ შეაშფოთონ სტუმრები.


მაიმუნების მეპატრონე, კაურუ ოწუკა ამბობს, რომ ასეთი უჩვეულო იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც მან დაინახა, რომ საყვარელ ცხოველებს ყველა მისი მოქმედების კოპირება უყვართ. არაჩვეულებრივია ის, რომ მაიმუნები იღებენ შეკვეთებს და კარგათ ესმით ადამიანის ენა.

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0