x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რისთვის აჯარიმებენ ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
image

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა, რათქმაუნდა, ძალიან საინტერესო საქმიანობაა. მაგრამ, უცნობ ქვეყანაში წასვლისას, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ იქ შეიძლება მოქმედებდეს სხვადასხვა წესები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოგიწევთ. შესაძლებელია, რომ უფრო სერიოზული სასჯელიც დაიმსახუროთ.


* მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში თითქმის ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ ბავშვს "ქინდერ-სიურპრიზი" უყიდოთ. მაგრამ, აშშ – ში მისი ტრანსპორტირებისთვის, მოგიწევთ გადაიხადოთ 300 დოლარის ოდენობის ჯარიმა. ჯერ კიდევ 1938 წელს, ქვეყანამ მიიღო კანონი, რომლის თანახმად, აკრძალულია საკვებში სხვა რაიმე ნივთების ჩალაგება. ეს აკრძალვა ვრცელდება სათამაშოებზეც.


* ესპანეთის ბევრ პლაჟზე მკაცრად იკრძალება შამპუნის ან შხაპის გელის გამოყენება. კანონის დამრღვევი ჯარიმდება 1500 ევროს ოდენობით. აკრძალვა აიხსნება ზღვაში წლის სისუფთავის შენარჩუნების მიზნით. ესპანეთის კუნძულ მალიორკას პლაჟზე აგრძალულია ნარჩენების დატოვება. ჯარიმა 300 ევროა. კიდევ უფრო შთამბეჭდავი თანხის გადახდა მოგიწევთ სანაპიროზე ალკოჰოლური სასმელის მიღების შემთხვევაში.



* ტაილანდელები თავიანთ მეფეს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. მისი პორტრეტი გამოსახულია ფულის კუპიურებზე. ასე რომ ფულისადმი უპატივცემლობა არ უნდა გამოიჩინოთ. იკრძალება მათი დაჭმუჭნვა, დახევა, მიწაზე დაგდება და შარვლის უკანა ჯიბეში ტარებაც კი. და ასევე, ტაილანდში აკრძალულია სპილოების კვება. ჯარიმა დაახლოებით 300 დოლარია.


* ათენის აკროპოლისს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. შესაბამისად, საბერძნეთის ხელისუფლება ზრუნავს ამ უნიკალური არქიტექტურული ძეგლის შენარჩუნებაზე: ტურისტებმა უნდა ატარონ მხოლოდ ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი, რათა ქუსლებით არ დააზიანონ აკროპოლისი, რომელიც რამდენიმე ათასი წლისაა.


* ცნობილ იტალიურ პარკში Cinque Terre, რომელიც მდებარეობს გენუას ყურის ყ სანაპიროზე, ტურისტებს ეკრძალებათ ექსკურსიის დროს "ფლოსტების" ტარება. კლდოვან რელიეფე ისინი ტრამვების მიზეზი ხდებიან. ამიტომ, პოლიციასაც კი დაევალა ტურისტების ფეხსაცმლის შემოწმება.


* ერთ-ერთმა ამერიკელმა ტურისტმა სინგაპურში ყოფნისას ტროტუარზე დააფურთხა, ის მაშინვე გააჩერა პილიციამ და - 300 აშშ დოლარის ჯარიმა გამოუწერა. უფრო მეტიც, მისი გადახდა აუცილებელი იყო ორ დღეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა - 2 000 დოლარამდე.


* საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა თითქოსდა არ წარმოადგენს მძიმე დანაშაულს. .. მაგრამ, ევროპის ბევრ ქვეყანაში, ამისათვის ჯარიმა წარმოუდგენლად დიდია - 1500 ევრომდე. უფრო მეტიც, შემდგომში ამ ქვეყნების ვიზის მიღება შესაძლებელია პრობლემური გახდეს.


* მაშინაც კი, თუ გარეთ ძალიან ცხელა, არ ღირს შადრევანში ბანაობა. მაგალითად რომის პოლიცია სეზონის განმავლობაში ასობით ჯარიმას წერს, რომელთა ოდენობაც 900 ევრომდე აღწევს. იტალიის ბევრ კურორტზე აკრძალულია არა მხოლოდ ნიჟარების, არამდედ ქვიშის შეგროვებაც.


* ესპანეთში ბევრ ტურისტს ურჩევნია სასტუმროს აივნიდან პირდაპირ აუზში გადახტეს. ხელისუფლებას ჯარიმების დაწესებაც კი მოუხდა - 400 ევროს ოდენობით. ხოლო ვენაში, ავსტრიის დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია კოცნა. თუმცა, ასეთი დარღვევისთვის ჯარიმა არც ისე დიდია - დაახლოებით 50 ევრო.


* 2008 წლის 1 მაისიდან ვენეციაში აიკრძალა მტრედების კვება სან-მარკოს ცენტრალურ მოედანზე. ქალაქის ადმინისტრაციაში თვლიან, რომ აქ ძალიან ბევრი მტრედია და ისინი აბინძურებენ ქუჩებსა და სახლებს. ამ აკრძალვით ყველაზე მეტად ფრინველის საკვების გამყიდველები დაზარალდნენ. მათ სასამართლოშიც კი შეიტანეს სარჩელი.


0
95
შეფასება არ არის
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0