x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133848
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
"ჭავჭავაძის სასტავი სანამ დედა არ გაგინებთ , მანამდე არ ისწავლით გზებს?! რით ვერ შეირგეთ გოროდი" - მანჩო გიორგობიანი

image


ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ტრადიციული სქემით განლაგებული გაჩერებების შეცვლამ და აღნიშნულ მონაკვეთზე, საცობების სერიოზულმა პრობლემამ დედაქალაქის მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. სწორედ მათ ეხმაურება მანჩო გიორგობიანი თავისი "საგანმანათლებლო" ფეისბუქპოსტით და "ვეიკელებს" გზების არცოდნაში ადანაშაულებს, რომლებმაც არც კი იციან A პუნქტიდან B პუნქტამდე ისე მივიდნენ, რომ "ავადსახსენებელ" ჭავჭავაძის გამზირზე საერთოდ არ მოხვდნენ: "ვეიკელების საყურადღებოდ!.. ერთი რამე გაითვალისწინეთ, აქ ტიპები მაგრად იწვებით ვაკის უცოდინარობაში, აი ჭავჭავაძე რომ გგონიათ საკუთარ სახლამდე მისასვლელი ერთადერთი გზა და საცობში ხართ გარჭობილი საათობით "va001ke "ჯიპებით ))) აქ მაინც ნუ მოიჭრით თავს )))))) A პუნქტიდან B პუნქტამდე რანაირი მარშრუტებით დადიხართ, რეებს წერთ, გადაივირიე ))))))) ვაკის ნახევარზე მეტ მისამართს საერთოდ არ სჭირდება ჭავჭავაძეზე გავლა, ორივე მხრიდან აქვს მისადგომები, რამდენიმე ჩიხს არ აქვს მხოლოდ ))))) ვაკელობას კი არა გორსალობას აჩექინებთ )))))) ჭავჭავაძის სასტავი სანამ დედა არ გაგინებთ, მანამდე არ ისწავლით გზებს?! )))))) განსაკუთრებით, ყიფშიძელებს და წყნეთის ქუჩელებს გეხებათ, ახალი გზით მოჭერით, ან აბაშიძელებს რა გინდათ ჭავჭავაძეზე?! ან გმირთა მოედნიდან, საათობით ჭავჭავაძეზე დგომას, რომ კუს ტბასთან დატრიალდეთ, ესეც ახალი გზით მოჭერით და მალევე დატრიალდებით.... თუ ჭავჭავაძეზე საცობში მარიაჟი გევასებათ "სიმონებო")))))))) ვიგუდები სიცილით )))) რით ვერ შეირგეთ გოროდი... ))))) p.s. ჩემ მეგობრებს ვეკითხები, ძალიან დიდი ხანია აღარ გამივლია და საბურთალოს სასაფლაოდან ვაკისკენ გადასასვლელი გზა გადაიკეტა? მერიამ ეგ გზა უნდა აღადგინოს (თუ აღარ არსებობს), ან გააკეთოს და მაგრად გამოხშირავს ვაკე-საბურთალოს საცობებს.. p.p.s. ზოგადად ვთვლი, რომ ფრანგულმა მოდელმა სექტემბრამდე თუ არ გაამართლა, ისევ უკან უნდა გადმოხაზონ!... ისე, მეგობარმა შემახსენა და 14 თვე გადაკეტილი რომ იყო ჭავჭავაძე, მაშინ როგორღაც ხომ დავდიოდით?!. ერთი გამოსავალი ვიცი, ვეიკელები გავასახლოთ მშობლიურ უბნებში, იქ სიხალვათეა და ვაკეც ამოისუნთქავს, საცობებიც აღარ იქნება... პირადობის მოწმობების პირველი ციფრები დაიდოს ვაკეზე პრეტენზიების წერისას ))) 0100.... )))) პაროლი - ლაბაძე!)))) (შუტკა))" - დაწერა მანჩო გიორგობიანმა საკუთარ გვერდზე.




0
327
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
327