x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
კაცი, რომელიც ნობელის პრემიაზე 84-ჯერ იყო წარდგენილი და ვერც ერთხელ მიიღო პრიზი

გერმანელი მეცნიერი არნოლდ სომერფელდი 84-ჯერ იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე. ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერია ისტორიაში.

image

იგი დაიბადა 1868 წელს აღმოსავლეთ პრუსიაში. 1891 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი მათემატიკასა და ფიზიკაში. მან, ინგლისელთან უილიამ ვილსონთან ერთად, აღმოაჩინა სომმფელდ-ვილსონის რაოდენობრიობის წესები, მუშაობდა ელექტრომაგნიზმსა და ჰიდროდინამიკასთან და გაუმჯობესდა რენტგენული ტალღების თეორია. მან ამომწურავი სამუშაოები ჩაატარა ტალღის მექანიკაზე და მისი თეორია ელექტრონებზე მეტალებში მნიშვნელოვანი იყო თერმოელექტრიანობის და გამტარობის შესწავლისას. ის იყო ექსპერტი ფიზიკასა და მათემატიკაში სხვადასხვა პრობლემების ამოხსნაში.

1917 წლიდან 1951 წლის ჩათვლით ის 84-ჯერ დასახელდა ნომინანტად ( ზოგ წელს რამდენიმეჯერ), მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოიპოვა პრიზი. ერთ-ერთი მიზეზი მისი და ფიზიკოს კარლ ოსენის უთანხმოებაა. კარლი კომიტეტის წევრი იყო და ყოველთვის არნლდის წინააღმდეგ აძლევდა ხმას.

image

არნოლდი იყო არაჩვეულებრივი მასწავლებელი და მენტორი. მისი ბევი სტუდენტი გახდა წარმატებული მეცნიერე, მათ შორის 7-მა სტუდენტმა მიიღო ნობელის პრიზი. ის ერთ-ერთი იყო იმ ცოტა ადამიანებს შორის, ვისაც თავიდანვე სჯეროდა აინშტაინის ფარდობითობის თეორიის.

1951 წელს, 82 წლის ასაკში, სომერფელდს დაეჯახა სატვირთო მანქანა, როდესაც ის ქუჩას კვეთდა, უბედური შემთხვევა მოხდა სმენის დაქვეითების გამო. ორი თვის შემდეგ, 26 აპრილს, ის გარდაიცვალა.

0
149
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0