x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
დედოფლისწყაროს სათნოების სახლის დაფინანსება გაიზარდა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ააიპ „დედოფლისწყაროს სათნოების სახლი“ დაფინანსება 10 600 ლარით გაიზარდა. ცვლილებას დეპუტატებმა კენჭი უკვე უყარეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს. საკრებულოში განმარტავენ, რომ დამატებითი ფინანსები მიუსაფარი ბენეფიციარების კვებას მოხმარდება.


დედოფლისწყაროს სათნოების სახლში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ისინი არცერთი წუთით არ შეფერხებულან და კარანტინის მოქმედების პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ.


„პანდემიის დროს სათნოების სახლი შეუჩერებლად მუშაობდა. არცერთი დღით არ შევფერხებულვართ, პროდუქტიც შეუფერხებლად მოგვეწოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გაჩერდა და ტრანსპორტირებაც შეიზღუდა, ჩვენ შეფერხება არ გვქონია. არც მენიუ შეგვიცვლია და ყველაფერი გეგმის მიხედვით განვახორციელეთ, “ - აღნიშნავს სათნოების სახლის დირექტორი მარინა ტოკლიკიშვილი.



ყოველდღიურად უფასო კვებით დედოფლისწყაროს სათნოების სახლში 230-მდე სოციალურად დაუცველი მოქალაქე სარგებლობს.

0
26
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0