x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კურიოზი კოლუმბიაში - ექიმები მორგიდან ცოცხალ ადამიანს არ უშვებდნენ
imageშავი კომედიის ფილმისთვის გამოსადეგი სიუჟეტი დატრიალდა კოლუმბიის ქალაქ სენსელხოს ერთ-ერთ კლინიკაში.


67 წლის ხუან ხოსე მუნოსა რომერო, მაღალი არტერიული წნევით გადაიყვანეს ქალაქის ლას პენიტასის კლინიკაში, ცოტა ხანში ნათესავებს ექიმებმა განუცხადეს, რომ ხუანი გარდაიცვალა და ახლა მორგშია.თუმცა COVID-19-ის პანდემიის გამო ნათესავებს მორგში შეშვებაზე უარი განუცხადეს.

image

თუმცა გარდაცვლილის ქალიშვილმა მოტყუებით მაინც მოახერხა მორგში შესვლა, სადაც აღმოაჩინა, რომ მამამისი ცოცხალია, სუნთქავს და თვალები ღია აქვს, მორგიდან გამოსული ქალი ექიმებს მივარდა და უთხრა, რომ მამამისი ცოცხალია, სუნთქავს, რა დროსაც ადგილობრივმა ესკულაპებმა მშვიდად უპასუხეს, რომ ეგ არაფერს ნიშნავს, ფიზიოლოგიური მოვლენაა და უბრალოდ გარდაცვლილის იმპულსური რეაქციაა(არა და ქალი ამბობს სუნთქავსო).



როგორც გამოცემა El National-ი იუწყება, ქალიშვილი ამდაგვარმა პასუხმა არ დააკმაყოფილა, მამამისი მორგიდან გამოიყვანა და ამჟამად "გარდაცვლილი" კაცი სხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, თუმცა მორგში ცოცხალი ადამიანის უყურადღებოდ გდებამ თავის დაღი დაასვა ხუან რომეროს ჯანმრთელობას, მას ახლა იშემიაც დაემატა.

0
392
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0