x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ექიმის წარმატებული კარიერა საზღვარგარეთ

ცნობილი მეცნიერი, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი კარდიოქირურგი, აკადემიკოსი ლეო ანტონის ძე ბოკერია 1939 წლის 22 დეკემბერს ოჩამჩირეში დაიბადა. მისი მშობლები ფოთელები იყვნენ. სამი წლისას მამა გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილ დედა სამ შვილთან ერთად ფოთში დაბრუნდა.

image

ფოთის რუსული სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო. საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. ინსტიტუტი 1965 წელს დაამთავრა და ასპირანტურაში ჩააბარა. 1994 წლიდან ხელმძღვანელობს ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის სამეცნიერო ცენტრს.

ლეო ბოკერია ხშირად და საკმაოდ წარმატებულად იყენებდა ექსპერიმენტულ მეთოდებს მედიცინაში. ეს არის ე. წ. ჰიპერბარიული ოსიგენაციის (ძალიან მაღალი წნევის ჟანგბადით მოქმედება ბავშვებზე, რომელთაც აქვთ ე. წ. ლურჯი, თანდაყოლილი მანკი) მეთოდით ოპერაციის ჩატარება. ოპერაციის დროს ბაროკამერაში ჟანგბადის დონე მატულობდა, ბავშვებს სილურჯე გასდიოდათ და ოპერაცია წარმატებით ატარებდნენ. ქირურგმა სპეციალურ ბაროკამერაში ასეულობით ოპერაცია გააკეთა. ამ მოწყობილობაში იმ ადამიანებს უმკურნალა, რომლებიც ჩვეულებრივ წნევას ვერ გაუძლებდნენ. ბაროკამერაში შექმნილი პირობები კი წყალში 25 მეტრის სიღრმის მონაცემებს უახლოვდება.

გულზე 6 ათასზე მეტი ოპერაცია აქვს ჩატარებული, მათგან ბევრი უნიკალურია და მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ის იყო პირველი, ვინც მანამდე უიმედო პაციენტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო.

ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ–ერთი ფუძმდებელია. მისმა ნაშრომებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა.

მას ეკუთვნის 150 პატენტი გამოგონებაში. გამოაქვეყნა 1000-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის 100-ზე მეტი უცხოეთში.

მიუხედავად ასეთი წარმატებული კარიერისა, ამბობს, რომ მისთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას, ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი.

საქართველო არასოდეს ავიწყდება. ქართულ ტრადიციებსაც პატივს სცემს. საქართველოზე განსაკუთრებული სითბოთი საუბრობს, ცდილობს სამშობლოში შეძლებისამებრ ხშირად ჩამოვიდეს. არის თბილისისა და ფოთის საპატიო მოქალაქე. საქართველოს ეკლესიამ მიანიჭა "მოციქულთასწორის, წმინდა ნინოს მეოთხე ხარისხის ორდენი" (2007), სახელმწიფოსგან კი ჯილდოდ "ღირსების ორდენი" მიიღო.

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0