x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მთიან ყარაბაღში რიგითებთან და ოფიცრებთან ერთად აზერბაიჯანელი გენერალიც დაიღუპა

image მთიან ყარაბაღში საწყებულ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა, მართალია ორივე მხარე საგულდაგულოდ მალავს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდეობას, მაგრამ სამხედრო თემებზე მომუშავე ბლოგერები ახერხებენ ინფორმაციის მოპოვებას და ასახელებენ დაღუპული სამხედროების რაოდენობას და მათ ვინაობასავ.
აზერბაიჯანულმა მხარემ თავიდან დამალა ძვირადღირებული სადაზვერვო დრონის ჩამოგდება სომხური მხარის მიერ, მაგრამ მას შემდეგ რაც დრონის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა ირინიულად განაცხადა: ეს დრონი სადაზვერვოა და არა დამრტყმელი და უშუალოდ კონფლიქტის ზონაში მას მხოლოდ ჭკუანაკლული შეიყვანდაო, აზერბაიჯანმა აღიარა დრონის დაკარგვა, რომლის ღირებულება 2 ათეულ მილიონ დოლარს აღემატება.
აღნიშნულ კონფლიქტს აზერბაიჯანის მხრიდან ემსხვერპლა გენერალ-მაიორი ფოლად ჰასიმოვი.
image პოლკოვნიკი ილგარ მირზიაევი
image
ზემდეგი იაშარ ბაბაევი
image
მაიორი ნამიკ ხაჯან ოღლუ ახმედოვი
image
მაიორი ანარ გიულვერდი ოღლუ ნოვრუზოვი
image
რიგითი ელჩინ არიფ ოღლი მუსტაფაევი და ოფიცერი ილგარ აიაზ ოღლუ ზეინალოვი
image
ვუგარი ლიატიფ ოღლი სადიგობი, ელშად დემნეს ოღლი მამედოვი, ხაიამ მაგომედ ოღლი დაშდემიროვი (დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის მერე გარდაიცვალა) და რაშად რეშიდ ოღლი მახმუდოვი.
image
რიგითი ქენან ნასიროვი
image
სომხური მხარის ჰსთ-ს მიერ ჩამოგდებული ებრაული წარმოების აზერბაიჯანული დრონი ამ კლასისაა
image სომხურმა მხარემ გაავრცელა ვიდეო, სადაც სომხური სამხედრო ავიაცია უტევს აზერბაიჯანის კუთვნილ დრონს.











0
268
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
268