x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა"-რონალდ რეიგანი
image

ამერიკაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს აქტიურად იხსენებენ აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის 45 წლის წინანდელ გამოსვლას გადაცემაში "60 წუთი", სადაც ეკონომიკურ ფილოსოფიაზე დისკუსიის დროს თქვა ფრაზა ლიბერალიზმე, რომელიც აშშ-ში დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა.


"რას ვუწოდებთ ლიბერალს? ერთმა ბრძენმა ადამიანმა, წლების წინ თქვა: „თუ ოდესმე ამერიკაში ფასიზმი მოვა, ის ლიბერალიზმის სახელით მოვა“. რა არის ფაშიზმი? ეს არის კერძო საკუთრება და კერძო ბიზნესი, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ტოტალური კონტროლი და რეგულირება. განა ეს ლიბერალიზმის ფილოსოფია არ არის? კონსერვატორი კი არის ის, ვინც ამბობს: ნაკლები მმართველობა, მთავრობა შორს უნდა იყოს ჩემგან და ჩემი ჯიბისგან, და მინდა მეტი კონტროლი მქონდეს ჩემი მომავლის განსაზღვრაში“, -განაცხადა რეიგანმა 1975 წლის ინტერვიუს დროს.


სოციალური ქსელის, მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ფრაზა სავარაუდოდ, თავად რონალდ რეიგანის ეკუთვნის, რადგან სხვაგან ვერსად მოიძიეს ავტორი, რომელსაც შესაძლოა ეს ციტატა ეკუთვნოდეს. მათივე თქმით, რეიგანმა 45 წლის წინ ზუსტად იწინასწარმეტყველას ის, რაც დღეს დაემართათ ბუშის ნეოლიბერალებს და კლინტონის დემოკრატებს.


აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი(არჩეული ორი ვადით 1981-1989) ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტად ითვლება ამერიკის ისტორიაში, რეიგანის მმართველობის დროს დაიწყო ახალი რეფორმები ეკონომიკაში(რეიგანომიკა)რომელიც ითვალისწინებდა გადასახადების დონის შემცირებას, ეკონომიკის ფედერალურ დერეგულაციას, ფულის მასის კონტროლს ინფლაციის და ხარჯების შემცირებისთის, რა დროსაც ინფლაცია შემცირდა 12, 5%-დან 4, 4%-მდე, ხოლო საშუალო ნაღდი მშპ 3, 4%-ით.


რეიგანს ეკუთვნის ცნობილი, ლეგენდარული ფრაზა, -მან საბჭოთა კავშირს „ბოროტების იმპერია“ უწოდა, ხოლო გორბაჩოვს ბერლინის კედლის დანგრევისკენ მოუწოდა, რეიგანმა გორბაჩოვთან ერთად მოაწერა „საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის“ შეთანხმებას, რითიც ცივი ომის ორი მთავარი მონაწილის ბირთვული არსენალი საკმაოდ შემცირდა.



3
227
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
2020, 17 ივლისი, 19:33
ხო მართლა,საქართველოში გამოყენებული იყო პრაქტიკაში ლიბერტარიანული მიდგომები და ჩაურევლობის პრინციპი. კახა ბენდუქიძე ასევე ლიბერტარიანელი გალხდათ და მისმა რეფორმებმა ირმის ნახტომი გააკეთა ეკონომიკაში. ვიღაც იტყვის,რომ მიშა არის ლიბერტარიანელი,მაგრამ ეგ კაცი ვინ და რა არის თვითონაც არ იცის.ან სხვანაირად კახა ბენდუქიძე იყო მიშას "ჩორტივიზნაეტ" იდეოლოგიის მქადაგებელი. არცერთია სწორი. იგივეა რეიგანის შემთხვევაში,ის მიღწევები უფრო ფრიდმანის დამსახურებაა,ვიდრე რეიგანის. ასევეა,მიშას და ბენდუქიძის შემთხვევაც
2020, 17 ივლისი, 19:25
საქართველოში კლასიკურ ლიბერალებად ილია ჭავჭავაძე და მისი დასი მოიხსენიება. რომელთა იდეოლოგიას და აზრის ჩამოყალიბებაში ევროპელი კლსაიკური ლიბერალები მონაწილეობდნენ. დღევანდელ საქართველოში კი ამ კლასიკური ლიბერალების გზის გამგრძელებელი პარტია გირჩია. XIX საუკუნისგან განსხვავებით გამოხატვი,აგიტაციის ფორმები შეცვლია,მაგრამ თუ გაეცნობით ამ პარტიის პროგრამას,ადვილად მიხვდებით მის მსგავსებას ილიასეული ხედვებთან.დღევანდელ საქართველოში,ყველა პარტია ცდილობს ილიას სახელის გამოყენება და მის დაჩემებას. ჩემი აზრით,ილია ჭავჭავაძე ისეთი პიროვნება იყო რო ყველა ქართველის არის,მაგრამ თვითონ ილიას ხედვები რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უფრო მიესადაგება ეგ არის მნიშვნელოვანი. მარშელებმა განაცხადეს რო ილიას გზას აგრძელებენ,მაგრამ რეალურად ეგრე არაა. მარშელები მიწის გაყიდვის რეგულირებას მოითხოვენ,რასაც ილია ასე პასუხობდა,რომ მიწა იმას უნდა ქონდეს,ვინც უკეთ გამოიყენებს,მარშელები ამბობენ,რომ ისინი მომხრენი არიან დისკრიმინაციის და გარკვეული ჯგუფების უფლებების შეზღუდვას ემხორბიან,რასაც ილია კანონის წინაშე თანასწორობას უპირისპირებს. ძალიან დიდი თემაა და დიდ დროს მოითხოვს. თუ სურვილი გექნებათ ავტორ,შემიძლია გედებატოთ,რატო არის რეიგანის ეს სიტყვით გამოსვლის კონკრეტულად ამ ფრაზის გამოტანა სისლულელე და როგორ არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის ამოჭრილი კონტექსტი მოფაშისტო ტიპების მიერ და ამით ახდენენ დისკრიმინაციას კლასიკური ლიბერალიზმის და ეხლანდელი ლიბერტარიანიზმის
2020, 17 ივლისი, 19:14
არ ვიცი ეს ფრაზა საიდან მოვიდა,მაგრამ რეიგანი მსახიობი კაცი იყო და ისე ერკვეოდა ეკონომიკაში,როგორც მე ასტრონომიაში. ასევე,ფაქტია მისი მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში იყო ლიბერტარიანელი,ჩაურევლობის პრინციპის ერთერთი მქადაგებელი მილტონ ფრიდმანი.სწორედაც,რომ მისი რჩევების გათვალისწინებით მოხდა ეკონომიკური რეფორმა და ის სიკეეთეები,რაც ამ რეფორმამ მოიტანა. ვერც იმას იტყვის ადამიანი,რომ რეიგანის გუნდი იყო გამოკვეთილად ლიბერტარიანელი,მაგრამ ეკონომიკის მიმართულება ნამდვილად იყო. ერთგავარი ჰიბრიდი შემოგვთავაზეს პატერნალისტური და ჩაურევლობის პრინციპის. იგივე იყო ბრიტანეთში ტეჩერის მოღვაწეობის პერიოდში. მარგარეთსაც მრჩევლად ყავდა ავსტრიული ლიბერტარიანული სკოლის დიდი წარმომადგენელი ჰაიეკის სახით,რომელიც ასევე ჩაურევლობის პრინციპის მქადაგებელი იყო. ხშირად შემხვედირია ნეოლიბერალების და ლიბერტარიანელების შედარება/მსგავსებაზე აპელირება,რაც თავშივე მცდარია. ლიბერტარიანელები უფრო კლასიკური ლიბერალიზმის გზის გამგრძელებლები არიან. დღეს იმდენად მოხდა იდეების აღრევა,რომ რთულია გარჩევა მემეარჯვენე ფლანგში ესათუის ძალა რომელს განეკუთვნება. ლიბერტარიანელებს უფრო მეტი საერთო აქვთ კონსერვატორებთან,ვიდრე ნეოლიბერალებთან.ადამიანის პიროვნული თავისუფლება და კერძო საკუთრების ჭრილში მით უფრო.
0 1 3