x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
სად მდებარეობს ბედისწერის ბიბლიოთეკა, სადაც მთელი კაცობრიობის ბედი პალმის ფირფიტებზეა აღრიცხული
image


ლეგენდის თანახმად (ან შეიძლება რეალურ შემთხვევაში) 5000 წელზე მეტი ხნის წინ, ინდოეთში ცხოვრობდა ბრძენი ასტროლოგი რიში ბხრიგუ., მან შეისწავლა ჯიოტიშის ასტროლოგია, დაკავებული იყო რუკების შედგენით, ასევე, მომავლის წინასწარმეტყველებით.




ერთ მშვენიერ დღეს მას მიეცა, ყველა იმ ხალხის წარსულის, აწმყოსა და მომავლის დანახვის შესაძლებლობა, ვინც ოდესმე ცხოვრობდა ადრე, იმ დროს და ვინც მომავალში იცხოვრებდა ამ პლანეტაზე. ასევე, არა მხოლოდ ამ პლანეტაზე. რა თქმა უნდა, მას სიცოცხლის მანძილზე მარტოს ასეთი ტიტანური საქმის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ ბრძენს ჰყავდა მომხრეები და მათ ეს გააკეთეს.



მშრალ პალმის ფოთლებზე, პატარა ფირფიტების სახით, აღირიცხება მთელი კაცობრიობის ბედი და არა მხოლოდ ... იქ, პალმის ფირფიტებზე, მითითებულია წარსული რეინკარნაციების დეტალები. ვინ იყო, ესა თუ ის ადამიანი, წარსულ ცხოვრებაში, სად ცხოვრობდა, რაც მთავარია, როგორ ცხოვრობდა თავისი წარსული ცხოვრების დროს.





ამ ფირფიტებზე ჩასაწერად გამოიყენებოდა ორი ენა: სანსკრიტი და ძველი ტამილური ენა, რომელიც, სხვათა შორის, შეიქმნა ღმერთ შივას მიერ, ხოლო ომის ღმერთმა სკანდაამ და ბრძენმა აგასტიამ იგი ხალხს გადასცა.



ორივე ენა ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც მსოფლიოს უძველესი ენები, ასევე როგორც ბერძნული, ლათინური, სპარსული და ა.შ.




image



5000 წელი და მშრალი პალმის ფოთლები? ეს როგორაა შესაძლებელი? რა თქმა უნდა, ფოთლები თავდაპირველად სპეციალურად მომზადდა ისე, რომ ისინი დიდხანს შენახულიყო, მაგრამ დრო თავისას შვრება. ტაძრის მცველები ყურადღებით აკვირდებიან ფირფიტების მდგომარეობას, ზოგი მათგანი უკვე გამოუსადეგარია და ეკლესიის მსახურები დიდი სიზუსტით ცდილობენ მის გადაწერას.



სხვათა შორის, ერთერთი ვერსიით: ეს ბიბლიოთეკა შეიცავს ყველა ადამიანის წინასწარმეტყველებებს წარსულის, აწმყოსა და მომავლისას შესახებ რეინკარნაციების გათვალისწინებით.



სხვა ვერსიით, იქ არსებობს მონაცემები მხოლოდ მათზე, ვისაც ამ ბიბლიოთეკის მონახულება უწერია ბედად. ამ შემთხვევაში, თუ თქვენ იქ ვერ მოხვდებით, ნუ გაბრაზდებით - იქ არაფერია თქვენთვის.


მეორეს მხრივ, თუ თქვენი წინასწარმეტყველების გასაცნობად მიდიხართ, მაშინ ის იქ იქნება. რადგან 5000 წლის წინ ბრძენმა ფილოსოფოსმა, ასტროლოგმა რიში ბხიგუმ იცოდა ეს ყველაფერი. ის ფაქტიც, რომ თქვენ, 21-ე საუკუნეში, მიხვალთ ამ ტაძარში, სადაც ინახება მისი პალმის ფირფიტები წინასწარმეტყველებით.




image



პალმის ფირფიტები ერთ ადგილას არ ინახება (ალბათ, ალექსანდრიის ბიბლიოთეკის სამწუხარო გამოცდილების გათვალისწინებით). ისინი დაყოფილია და ინდოეთის ხუთ ტაძარში ინახება. ეს არ აჩერებს ხალხს. ბედის წასაკითხად მინიმუმ 3 თვით ადრე მიდიან. მათ ტაძრის მცველს უნდა მიაწოდონ ზუსტი თარიღი და დაბადების ადგილი, რათა, ტაძრის მსახური მოემზადოს ვიზიტისთვის.



ჯოიტიშის ასტროლოგიის ფილოსოფიის თანახმად, მცოდნე ასტროლოგებს არ შეეძლოთ ფიქსირებული საფასურის აღება, ამიტომ ისინი იღებენ შემოწირულობებს.



იმისთვის, რომ წაიკითხოთ თქვენი ბედისწერა, უნდა წახვიდეთ ინდოეთის ქალაქ ბანგალორში, სადაც პალმის ფირფიტები ინახება.








0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0