x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ადგილი სადაც იპოვნით ბედნიერებას - თბილისის მშვენება სალონი
ჩემი სალონი ერთი დიდი ხელოვნების სამყაროა, რომლის შექმნაზე ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი ოცნების დონეზე, როცა ჩემს დაძინებულ პატარების სასთუმალთან ვიჯექი, ვქსოვდი, ვკერავდი, ვქარგავდი და ამ ხელსაქმეში გართულს თავზე მათენდებოდა.სულ მქონდა წარმოდგენილი, რომ ულამაზესი სალონი მექნებოდა, სადაც უამრავ ლამაზ ნამუშევარს გამოვფენდი და რეალიზაციას გავუკეთებდი.ზოგადად "ხელსაქმე", რომელიც ისტორიულად მოდის და გადმოცემითაც ვიცით, უფრო იმ დედებთან ასოცირდება, რომლებიც აკვანთან ისხდნენ და თან ხელსაქმობდნენ...მას მერე დიდი დრო გავიდა და თითქმის 20-წელი...და 2016-წელს როცა ჩემი შვილები დაიზარდნენ, გადავწყვიტე ჩემი ოცნებისთვის ფრთები შემესხა და დავიწყე ავტორების მოძიება.ვეძებდი იმ და ისეთ ავტორებს, რომლებიც თავის საქმის განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებულები და არა მხოლოდ ერთჯერად გაყიდვებზე და ასე შევქმენი ავტორ დიზაინერთა საამაყო გუნდი.image



image


-როგორც ვიცით, თქვენთან ყველა ნივთი იქმნება მთელი გულით და მასში დიდ ძალისხმევასა თუ შრომას დებთ ამის შესახებ, რომ გვითხრათ როგორია მუშაობის პროცესი, აწყდებით ხოლმე სირთულეებს?


-ჩვენ არ ვიყენებთ დაზგებს და საკერავ მანქანებს.შესაბამისად სირთულეები არის შექმნის დროს.როცა ხელნაკეთს ქმნი ყველაფერი მოქმედებს, განწყობა, გარემო და ხასიეთიც კი.ამიტომ არა მარტო მომხმარებლის, არამედ ჩემი ავტორ დიზაინერების განწყობაზეც მიწევს ზრუნვა, რომ მათი შექმნილი ესა თუ ის ნამუშევარი სწორედ ისე შეიქმნას, როგორც მომხმარებელს სურს, თუმცა ავტორის ხედვას ვენდობი და სრულად მასზეა მის ნიჭსა და ფანტაზიაზე.ამიტომ ამა თუ იმ ნამუშევრის სიდიადე ყოველთვის მოლოდინს აჭარბებს.



-აკეთებთ უამრავ ხელნაკეთ ნივთებს და აქსესუარებს გაქვთ თუ არა გამორჩეული ნივთი რომელიც აქამდე დაგიმზადებიათ?


-აქამდე, რომ არ დაგვიმზადებია?-ასეთი რა უნდა იყოს.ვფიქრობ და არ მახსენდება.ჩვენთან ნახავთ თექას, სტრინგ არტს, პაპიემაშეს, ტყავზე ვმუშაობთ, თიხა, დეკორატიული დაფა თუ თეფში...არა, რაც ხელით იქმნება ვფიქრობ, რომ ყველაფერს ვქმნით.

image-გაქვთ თუ არა სამომავლოდ რაიმე ისეთი განსაკუთრებული იდეები, რას შესთავაზებთ თქვენს მომხმარებელს?


-რა თქმა უნდა დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ ავტორ დიზაინერთა გუნდი იქნება ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ძველის და ახლის კოლაბორაციას შეაბნის და პირველად პირველ სიტყვს იტყვის ქართული ხელნაკეთი ნივთების ისტორიაში.როგორ?!.ამას ჯერ არ გავაჟღერებთ, მაგრამ გეგმაში გვაქვს, რომ დეკემბრამდე აუცილებლად განვახორციელებთ.


-მომხმარებლის ინტერესის დაკმაყოფილება, მათთან ურთიერთობა ეს თქვენი ფეისბუქ გვერდიდანაც აშკარად ჩანს, რომ მომხმარებლებს ბუნებრივად იზიდავთ.ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


-მომხმარებელთან ურთიერთობა?ეს ჩემი ყველაზე საყვარელი თემაა, შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, მაგრამ მოკლედ გადმოგცემთ:-მე, მიყვარს ყოველი მომხმარებელი, თვითოეული ადამიანი, ვინც ჩვენს ბრენდს ირჩევს და ისინი ამას გრძნობენ!

image



1
20
1-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
20
  
0 1 1