x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დედოფლისწყაროში ხორცის გამყიდველები 1000 ლარით დააჯარიმა
image

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში ხორცის გამყიდველები შეამოწმეს და დააჯარიმეს..



ბაზრის ტერიტორიაზე და სხვადასხვა მაღაზიებში სულ ხორცის გაყიდვის 10 -მდე სექცია ფუნქციონირებს. აქედან.უმეტესობას მიეცა გაფრთხილება სხვადასხვა დარღვევის გამო, ზოგს დირექტივები და ზოგიც დააჯარიმეს 1000 ლარით სამედიცინო ცნობა ფორმა N2 -ის ( ცხოველის ჯანმრთელობის ცნობა) არქონის გამო.




როგორც ხორცის გამყიდველები აღნიშნავენ საქონლის დაკვლა ხდება სოფელ გამარჯვებაში არსებულ ხორცკომბინატში, იქვე ექიმის მიერ ხდება საქონლის ვარგისიანობაზე ცნობის გაცემა, რომელიც 100 კილომდე ღირს 30( ოცდაათი) ლარი, ხოლო, 100 კილოს ზემოთ 60(სამოცი) ლარი.




" ჩვენ ჩვენი მომმარაგებელი გვყავს, რომელიც შოულობს საქონელს მოსახლეობაში, მერე ხდება მისი ტრანსპორტირება გამარჯვებაში, შემოწმება და ისევე უკან წამოღება, ეს ძვირი ჯდება და ისახება ხორცის გაყიდვის ფასზე, ჩვენც ხომ უნდა დაგვრჩეს კაპიკები? ეს პროცესი არის დასარეგულირებელი." - ამბობენ ხორცის გამყიდველები.




0
152
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0