x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
„ბელუჩიზე ლამაზი“: ტინა კუნაკიმ ქალის თეთრეულის ფოტოსესიაში ქმრის ექს - მეუღლეც კი დაჩრდილა

image


2018 წელს მონიკა ბელუჩის ყოფილმა მეუღლემ, ცნობილმა ფრანგმა კინომსახიობმა ვინსენტ კასელმა თავისი ურთიერთობა 23 წლის ლამაზმან ტინა კუნაკთან ოფიციალურად დააკანონა. ცნობილი წყვილის თაყვანისმცემლები დაუსრულებლად ადარებდნენ ერთმანეთს 53 წლის კასელის ყოფილ და ამჟამინდელ საყვარელ ქალებს და უპირატესობას რაღა თქმა უნდა, შეუდარებელ მონიკა ბელუჩის ანიჭებდნენ:


image


"როგორ შეიძლებოდა მონიკას ამ "მეძავაში" გაცვლა?", "ბელუჩი - დედოფალია, კუნაკის მონიკამდე კიდევ ბევრი უკლია", "დარწმუნებული ვარ, ეს ქალი ვინსენტს მალე მიატოვებს". არ ცხრებოდნენ მონიკასა და ვინსენტის ფანები.


image


თუმცა, უკვე 2019 წელს, ინტერნეტმომხარებლებმა სასიხარულო ამბავი შეიტყვეს: სამყაროს კასელისა და ტინას სიყვარულის ნაყოფი - ამაზონი მოევლინა. როგორც ჩანს, ვინსენტის გულშემატკივრებმა ამ ლამაზი წყვილის ურთიერთობის სერიოზულობა გააცნობიერეს, აგრესია დროებით გვერდზე გადადეს და პატარას დაბადება ახალბედა მშობლებს გულითადად მიულოცეს.


imageimage


დროთა განმავლობაში ცნობილი ვარსკვლავის თაყვანისმცემლებმა შეხედულება რადიკალურად შეიცვალეს, ახლა უკვე უპირატესობას ისინი ბელუჩის ნაცვლად, კუნაკის ახალგაზრდობას ანიჭებენ.


imageimageimageimage


ლამაზმანი მშობიარობის შემდეგ კიდევ უფრო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება! რაზეც მოდელის ზემოაღნიშნული უახლესი ფოტოსესიაც ცხადყოფს. გასაკვირი არ არის, თუ რატომ შეარჩია ცხოვრების თანამგზავრად 53 წლის ვინსენტ კასელმა თვალისმომჭრელი გარეგნობის მქონე ულამაზესი ფრანგი მოდელი.



imageimage




0
492
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
492