x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომ არა თანატოლების, ძალოვნების და გზაზე მიმავალი მოქალაქეების გულგრილობა გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა

image უამრავი რეზონანსული მკვლელობა მოხდა ბოლო წლების მანძილზე, საკმარისია ხორავას ქუჩაზე თბილისში მომხდარი ტრაგედია გავიხსენოთ, რომელიც საზოგადოების გულგრილობის გამო დღესაც არაა სრულფასოვნად გამოძიებული.
ახლა კი მზეჭაბუკივით ბიჭი მოკლეს, დიახ მოკლეს რადგან მრავლობითი დაზიანებების მქონე ადამიანს ღამით არაგვში, რომ გადააგდებ ან ისეთ პირობებს შეუქმნი თავად გადახტეს თუ გადავარდეს, ეს განზრახული მკვლელობაა და არა ხულიგნობა.
ვინაა დამნაშავე?
დამნაშავეა საზოგადოება, "ავარდნილი" ბიჭბუჭები, რომლებიც ფულიანი მამიკოების წყალობით აკეთებენ იმას რაც მოეპრიანებათ, სადაც მოეპრიანებათ და როცა მოეპრიანებათ და ეს ხდება ყოველგვარი დასჯის გარეშე.
არ განვავრცობ თემას და არ მივყვები ვერსიების განხილვას თუ რატომ მისდიეს გიორგის ბოლომდე, რა მიზეზით ხდებოდა კონფლიქტები ვინმე გარუჩავას დაბადების დღეზე, სადაც სხვათაშორის სათვალთვალო კამერებიდანაც ჩანს, გიორგი მხოლოდ გამშველებლის როლს, რომ ასრულებდა.
მე გიორგის თანატოლების გულგრილობაზე, ძალოვნების გულგრილობაზე და ტრასაზე მანქანით მიმავალი მოქალაქეების გულგრილობაზე მაქვს საუბარი.
შენი მეგობარი გარბის, მას რამდენიმე ახალგაზრდა მისდევს, შენ თავს შველი და არც პოლიციას, არც საკუთარ და არც გიორგის ოჯახს არ აწვდი ინფორმაციას.
112-ში ბრეგვაძის ზარი შედის, სადაც ის ითხოვს პოლიციის ეკიპაჟის გაგზავნას მცხეთაში მითითებულ ადგილზე. პირადად ვიდეო, სადაც ბრეგვაძე ვითომ 112-ის ოპერატორს ესაუბრება ფაბრიკაცია მგონია.
გამორიცხულია მისი ასაკის ადამიანს მომხდარის მერე ასე დალაგებულად ესაუბრა, თან ასე წყნარად და მშვიდად, ცალკე თემაა ის, რომ სატელეფონო საუბრისას სატელეფონო კავშირისთვის დამახასიათებელი ხმა არ ისმის, მით უფრო როცა ტრასასთან მდგარი ბრეგვაძის მობილურის მიკროფონი აუცილებლად "აიღებდა" ტრასაზე მიმავალი მანქანების მიერ გამოწვეულ ხმაურს.
ჯანდაბას, მე ვცდები და ბრეგვაძემ მართლა დაურეკა 112-ს რატომ არ მოახდინა პოლიციამ კანონით გათვალისწინებული მოქმედება, რატომ არ გავიდა ლოკაციის ადგილზე, რატომ არ მოახდინა რეაგირება?
ტრასაზე მიმავალი მოქალაქეებიდან თუნდაც ერთს, რომ გაეჩერებინა მანქანა თბილისიდან ჩამოსული "სადამსჯელო რაზმი" დაყოვნდებოდა რაც შაქარაშვილს მისცემდა საშუალებას იქაურობას გასცლოდა.
საინტერესოა თუ რატომ ამბობს გიორგობიანი მოჭრით და მტკიცებულებით ფორმაში, რომ ბრეგვაძე დაზარალებულია და რომ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება?
რის საფუძველზე ბრძანებს ამას გიორგობიანი? ჩემი მოსაზრებით სწორედ გიორგობიანის თხოვნით იქნა მცხეთიდან პოლიციის ეკიპაჟით გაყვანილი ბრეგვაძე, რომელიც მისი ნათესავია, დავიჯერო ბრეგვაძესთან გზაზე საუბარი არ ექნებოდათ პოლიციელებს თუ რა მოხდა?
გიორგი შაქარაშვილი მოკლა არა მხოლოდ იმ გარეწრების ჯგუფმა, არამედ საზოგადოების და ძალოვნების გულგრილობამ.

0
58
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
58