x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გრენლანდიური ზვიგენი: ზღვის მონსტრი, რომელიც 500 წელიწადს ცოცხლობს
თუ არ ჩავთვლით ვეშაპებს, წყალქვეშა სამყაროს არცერთი ბინადარი არ არის მასზე უფრო დიდი ზომის და არ ცოცხლობს მასზე უფრო დიდხანს. 500 წელი ეს ის თარიღია, რისი მხოლოდ დაწერაც კი შეგეშინდება ადამიანს. 500 წლის წინ, 1520 წელს კახეთი ცალკე სამეფო იყო და მას მეფე ლევანი მართავდა. სწორედ 1520 წელს დაატყვევა კონკისკადორმა ერნან კორტესმა მონტესუმა II, ხოლო გამოსასყიდად ერთი ოთახი ოქრო მოითხოვა. 1520 წელს ევროპაში ჯერაც ინკვიზიციის კოცონები გიზგიზებდა და ამერიკის კონტინენტი სულ ახალი აღმოჩენილი იყო. არადა, ბევრი გრენლანდიური ზვიგენი, რომლებიც დღემდე თავისუფლად დაცურავენ ჩრდილოეთის წყლებში, სწორედ მაშინ დაიბადა.


მაგრამ მაინც რა ვიცით მის შესახებ?


ის ზღვაოსნებმა პირველად 1801 წელს აღწერეს და მათვე დაადგინეს, რომ გრენლანდიური ზვიგენის სხეული 5 მეტრის სიგრძისაა და მონაცრისფრო-მოყავისფრო ან ზეთისხილისფერი მწვანე შეფერილობის.


გრენლანდიური ზვიგენი ჩრდილო პოლარულ ზღვაში, გრენლანდიის სანაპიროებთან, ნორვეგიის და შპიცბერგენის არქიპელაგის სიახლოვეს და კანადის წყლებში ბინადრობს. მას გრილი გარემო მოსწონს, 12 გრადუსამდე ტემპერატურით და 2000 მეტრამდე სიღრმით. ამიტომ გასაოცარი იმაში არაფერია, რომ მკვლევარები ან მეთევზეები მას უაღრესად იშვიათად თუ მოჰკრავენ ხოლმე თვალს.



ზოგი გრენლანდიური ზვიგენი 400 წელიწადს ცოცხლობს, ზოგი კი 500 წელიწადს ან მეტს. ეს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს ცხოველთა თვალის ლინზების რადიოკარბონატული შესწავლის გზით.


გრენლანდიური ვეშაპი წარმოუდგენლად ნელა დაცურავს: ის საათში მხოლოდ 1 კილომეტრს გადის. მხოლოდ ნადირობის დროს უმატებს ტემპს საათში 2, 5 კილომეტრამდე. ძალიან ნელია ასევე მისი ზრდის და მომწიფების ტემპები: წლიურად ის სიგრძეში მხოლოდ 2-3 სანტიმეტრს იმატებს და 150 წლის ასაკში აღწევს სექსუალური სიმწიფის პერიოდს.


ზვიგენი

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0