x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანაოო და გადახტა წყალში. სულ წამებში გაუჩინარდა" - რა მოხდა ნინოსხევის ჩანჩქერზე?

26 მაისს, უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის ნაკრძალში, სადაც ექსკურსიაზე - ნინოსხევის ჩანჩქერზე მყოფი 16 წლის გოგონა წყალმა წაიღო. გვიან ღამემდე რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველები დაკარგულ მოზარდს ეძებდნენ. სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც გაირკვა დაკარგული გოგონა კერძო სკოლა "ალბიონის" მეთერმეტე კლასის მოსწავლეა. ის და მისი თანაკლასელები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე წავიდნენ, რა დროსაც მოხდა ეს ტრაგედია.

სკოლა ალბიონის დირექტორის მოადგილე, ქალბატონი მარიკა ილურიძე, რომელიც ძალიან განიცდის მომხდარს ყვება: როგორც ამბობენ, ბავშვმა უცებ "რუგზაკი მოიხსნა", თქვა, უნდა ვიბანაოო და გადახტა წყალში. სულ წამებში ბავშვი უკვე გაუჩინარდა. ეს არ იყო ჩანჩქერთან, ცოტა ქვემოთ იყო, სადაც თურმე უფრო დაგუბებული წყალია. ბავშვები ამბობენ, დავინახეთ მისი ორი ხელის გასმა წყალში და მერე გაქრაო. ამის შემდეგ მაშინათვე დარეკეს 112-ში ბავშვებმა და პედაგოგმა, მაშველები მოვიდნენ, ის ადგილი არის თურმე ძალიან ღრმა და ვერ იპოვეს.

- წყალში რომ შევიდა ბავშვი იმ დროსაც წვიმდა?

- არა, წვიმა მერე დაიწყო. კარგი ამინდი იყო, უცებ გადახტა ბავშვი საბანაოდ. ვიღაცეები იყვნენ იქ ქვევით და ბანაობდნენო, იქ პატარა წყალი ყოფილა, მაგრამ ეს სადაც ჩახტა, იქ დიდი ყოფილა წყალი. დედამისმა თქვა, ცურვა კარგად იცოდაო, ეტყობა ამიტომ გათამამდა. სახლშიც უთქვამს დილით, უნდა ვიბანავოო. ორი ხელის მოსმაც დაინახეს ბავშვებმა, მერე უკვე არავინ არაფერი იცის, იქ ქვის ლოდია და გამომძიებელი ამბობს იმ ქვის ლოდის ქვეშ გაუჩინარდებოდაო. სიღრმე ძალიან დიდი აქვს და იქ შეიძლებოდა ჩაეთრია ბავშვი წყალს. ისეთი ადგილია, აღჭურვილობის გარეშე მაშველებიც ვერ ჩავიდნენ. ჩვენ არ ვკარგავდით იმედს და ვკითხეთ შეიძლებოდა ბავშვი წყალს სხვა მხარეს გამოერიყა, მაგრამ გვითხრეს ეს შეუძლებელიაო... ენით ვერ აღვწერ, იმასაც რასაც განვიცდით. ძალიან კარგი ბავშვი იყო - ნიჭიერი, კონტაქტური, ცელქი.image
0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თორნიკე55
თორნიკე55
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0